ივერიონი / გიორგი ტიგინაშვილი: საქართველოს ჰყავს არაფორმალური მმართველი ა.შ.შ.-ს ელჩის სახით და არაოფიციალური კოლონიზატორი ამერიკის სახით!

გიორგი ტიგინაშვილი: საქართველოს ჰყავს არაფორმალური მმართველი ა.შ.შ.-ს ელჩის სახით და არაოფიციალური კოლონიზატორი ამერიკის სახით!

პირდაპირ და დაბეჯითებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საქართველოს ჰყავს არაფორმალური მმართველი ა.შ.შ.-ს ელჩის სახით და არაოფიციალური კოლონიზატორი ამერიკის სახით (ხოლო ღია დამპყრობელი რუსეთის სახით). 

 

მისტერ იან კელი და მისი წინამორბედებიც: მაილსი, ტეფტი, ბასი, ნორლანდი, ჩვენს ე.წ. "სუვერენულ და დამოუკიდებელ" სახელმწიფოში ნებისმიერი მათთვის სასურველი საკითხის ლეგიტიმაციის, რეზოლუციის, რატიფიკაციისა და ვეტოს წყარო გახლდნენ და გახლავან. 

 

ამჟამინდელი ელჩი კი სრულიად უტიფრად, მენტორული ტონით გვარიგებს და გვასწავლის, თუ რას ნიშნავს დემოკრატიზაციისა და ლიბერალიზაციის ეპოქა, პროგრესი და წინსვლა, მაშინ, როცა თავად შერჩევითი მიდგომებისა და ტენდენციურობის სამარცხვინო მაგალითია. 

 

გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია მისთვის პოლიტიკური პატიმრები არიან, ხოლო ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი კი დევნილი საზოგადო მოღვაწენი. 

 

ამას იმ ადამიანებზე ამბობს, რომელთა რეჟიმის დროსაც საქართველოს 55 000 პატიმარი ჰყავდა, 300 000 პრობაციონერი, 800-ზე მეტი ადამიანი ციხეში გაურკვეველ ვითარებაში წამებით მოკლეს (ელექტროშოკითა და "დუბინკებით" აუპატიურეს), ურჩი ბიზნესმენები, რომელთაც ქონება "არ აიხიეს" საპატიმროებში გამოამწყვდიეს და ყველაფერი აჩუქებინეს, ბუნდოვან ვითარებაში პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია დაუმორჩილებლობისთვის მოკლეს და მისი ლიკვიდაცია "ნიკალას" გამათბობელს დააბრალეს, 7 ნომებრის ცემა-ტყეპა მოაწყვეს, ომის ვეტერანთა მანიფესტაცია სასტიკად დაშალეს და საბრალო მოხუცები უმოწყალოდ სცემეს, ტელეკომპანია იმედი დაარბიეს, ოთხი არჩევნები ურცხვად გააყალბეს, 

 

მხოლოდ ერთ სამალავში 26 000-ზე მეტი ფირი შეინახეს, სადაც ადამიანთა წამება, გაუპატიურება და უბედურება იყო ასახული, ტოტალურ კონტროლზე აიყვანეს სრულიად ქვეყნის 4 000 000 მოსახლეობა და ტელეფონების მოსმენით დააშინეს, ბათუმში ფერიის მთაზე ტაძარი დაანგრიეს, თაბუკაშვილზე უზარმაზარი კორპუსი უკანონოდ იავარყვეს და ხალხს ავეჯი ფანჯრებიდან გადმოუყარეს, ქუთაისში სამამულო ომის გმირთა მემორიალი თვითნებურად თუ ვანდალურად ააფეთქეს და იქვე გამვლელი დედა-შვილი შეიწირეს, სიონის საკათედრო ტაძარსა და საპატრიარქოს შორის ბრჭყვიალა კაზინო "შანგრილა“ ჩადგეს (ეკლესიის გაქილიკების მოტივით), 100 000 მოწამის აღსრულების ადგილას ბუდა ბარი წამოჭიმეს, მთელი მასმედია დაიმორჩილეს, სასამართლო ისე დააჩოქეს, რომ პროკურორი - მოსამართლედ აქციეს, ხოლო მოსამართლე ნოტარიუსად და ადვოკატი კი მოვაჭრე მხვეწნელად, რის გამოც მოქალაქეთა მიმართ აღძრული საქმეების 100 % გამამტყუნებელი განაჩენით წარმოგვიდგინეს, ქუჩებში პატრულის თანამშრომლებმა ზურგისა თუ კეფის არეში ნასროლი ტყვიებით 40 მდე ახალგაზრდა ჩაცხრილეს. 

 

ამასთან, ინტელიგენციას ჩარეცხილები უწოდეს, აგვისტოს ავანტურული ომი, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატის - სენატორ მაკკეინის წინასაარჩევნო კამპანიისთვის გააჩაღეს, მოგებულად გამოაცხადეს და ტერიტორიის 20 % პროცენტი ჩასაფრებულ-დაგეშილ მტერს გადააბარეს, ყველა სტრატეგიული დანიშნულების ობიექტი მომხვდურ რუსეთს გადასცეს (ირონიაა, ოკუპანტს ყველაზე მსხვილ ინვესტორად, რომ დაგისვამენ, მაშინ, როცა მას ოფიციალურად გმობენ ხელისუფლებაში, თუმცა რა გასაკვირია, როცა ვარდების რევოლუციის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა პრეზიდენტობაზე ლოცვა-კურთხევა მისცა მიხეილ გროზნი სააკაშვილს). 

 

ჰო, აქვე უნდა ვახსენოთ წეროვანის საქათმის "არქიტექტურული" იერსახის ლტოლვილთა სახლებიც, სადაც შესახლებიდან მეორე წელს ოთახებში წვიმდა. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ტრაგიკომიკური დრამა და ბალ-მასკარადი, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისა და ამერიკის ადმინისტრაციის ფავორიტმა, მათივე თქმით "დემოკრატიის შუქურამ" წარმოგვიდგინა, რომელიც არასოდეს ერიდებოდა განსხვავებული აზრის მქონე პირთა სტიგმატიზირებას, მათ შევიწროვებას, საკუთრების უფლების დარღვევას და ოპონენტების მოკვლასაც კი. 

 

აქვე დავძენდი, რომ იმ პლუტოკრატიულმა და ტოტალიტარულმა რეჟიმმა უამრავ ადამიანს დაუმახინჯა ფსიქიკა, სულიერება და ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის შედეგებსაც კიდევ მრავალი წლის მანძილზე მოვიმკით. 

 

ამ ფონზე კი ტელეკომპანია ცრუსთავი 2 წლების მანძილზე გვთავაზობდა სულ სხვა საქართველოს ილუზორულ ბედნიერებასა და კეთილდღეობას, მისი შემყურე იფიქრებდი რომ ამ ტელევიზიის თანამშრომლები ალბათ ჟენევაში ან კოპენჰაგენში ცხოვრობენ და მოვლენებსაც ადგილობრივ სივრცეში აღიქვამენ მხოლოდო. 

 

აღარაფერს ვამბობ იმ ტრივიალური, მდარე ხარისხის მასკულტურის დანერგვაზე და უზნეო ტელეშოუებისა თუ სექსინდუსტრიის თავსმოხვევაზე, სადაც ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდასა და გარყვნილების რეკლამირებას ეწეოდნენ (არც ახლა აკლებენ ამას ტელევიზიები).

 

პ.ს. დღეს ბევრი ნაც-აქტივისტი შენატრის წინა ხელისუფლებას, რადგან, იმ დროს, თურმე, საჯარო სამსახურებში უფრო მეტი ინტენსივობით იღებდნენ პრემიებს, დანამატებს და ბევრ "პაესტკაში" დადიოდნენ ე.წ. კონფერენციებზე. აგრეთვე მათ ურჩევნიათ, რომ საქართველოს მოსახლეობის თუნდაც 50 % დაპატიმრების ხარჯზე მოპოვებულ სიწყნარეში იცხოვრონ და დანაშაული დასჯით აღკვეთონ (დღევანდელი, კადიროვისეული გროზნოს მშვიდობიან მოდელს ვეძახი ასეთ წესრიგს). 

 

მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი იდეოლოგიითა და მიმდევრებით სექტანტური ტიპის სუბკულტურული კასტაა. მათი მთავრობის დროს კი ყველა დამპლობას ხელს ა.შ.შ.-ს ელჩები აფარებდნენ და ამიტომაც აიყვანეს ტირანიის პედისტალზე ფსიქოპათოლოგიურად შეშლილი სააკაშვილი, რამაც ნერონის მიერ გადამწვარ სივრცეს დაამსგავსა საქართველო. ახლა კი როცა ყველანი ამის გამოძიებას ვითხოვთ, "ძაღლია, მარა ჩემი ძაღლია"-ს პრინციპით კვლავაც ლობირებენ თეთრი სახლის, CIA-სა და FBI-ს დიდაქტიკოსები ამ მტარვალებს. 

 

დასკვნა: საქართველო არ არის სუვერენული ქვეყანა, მისი ხელისუფლება არის მარიონეტული (ამერიკის ყურმოჭრილ ლაქიობაში) და ამას ემატება კრემლის ძერჟავნიკული ამბიციების გაუმაძღარი ბოროტება. ჰოდა, თაობებს თუ გააპიდარასტებენ და გაამატერიალისტებენ, მერე კი ალბათ ნამდვილად "გვეშველება". 

 

 

1-03-2016, 14:56
უკან დაბრუნება