ივერიონი / ვინ არის საქართველოს ყველაზე დიდი მტერი?!

ვინ არის საქართველოს ყველაზე დიდი მტერი?!

ჩვენს ქვეყანას მტერი და დუშმანი არასდროს აკლდა. ისტორიას ახსოვს აოხრებულ-გაპარტახებული, სისხლისგან დაცლილი და ფენიქსივით აღმდგარი საქართველო.

 

ისტორიას ახსოვს ქართველთა ღალატიც და თავდადებაც.

 

სხვათაშორის, ქართული ხასიათი სრულყოფილად ჩამოყალიბებულია თეზაში, რომ საქართველოს ყველაზე დიდი მტრები ისევ ქართველები არიან. 

 

სამწუხაროდ, ეს შეფასება აქტუალურია დღესაც, როცა ქვეყნის ყოფნა-არყოფნის (მისი სულიერი დეგრადირების) გასაღები ქართული ჯიშისა და ჯილაგის გადაგვარებული ნაწილის ღალატში იმალება!

 

ამ ბოლო ხანებში სერიოზული დილემის წინაშე აღმოჩნდა საქართველო - უტევენ ქართულ იდენტობას და ჭეშმარიტ ქართულ ფასეულობებს, ბოგანოთა მთავარი სამიზნე გახდა ქართული მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ყოველთვის იყო ეროვნული იდენტობის ქვითკირი და ერის მაცოცხლებელი ძალა.

 

სოციალური ქსელი და ქართული მედია გადაჭრელებულია ყალბი „ეროვნული მუხტის“ იმიტაციით გაჯერებული სტატუსებით თუ კომენტარებით, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, მეტიც, ყურადღების მოდუნებას ისახავს მიზნად.

 

განსაკუთრებით „დაუნდობელი ბრძოლის“ იმიტაციას ქმნის ერთნაირქესიანთა ქორწინებასთან და დაწყებით კლასებში ახალი საგნების შემოღებასთან დაკავშირებული ხელოვნური აჟიოტაჟის აგორება.

 

მავანნი და მავანნი დაახლოებით ათი დღის წინ გვამშვიდებდნენ, რომ პარლამენტში დაწყებულია ხელმოწერების შეგროვება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით, სადაც ჩაიწერება, რომ „ქორწინება - ეს არის ქალის და მამაკაცის ნებაყოფლობითი ერთობა“.

 

აღნიშნულ განცხადებას ოპერატიულად გამოვეხმაურე და ხაზგასმით აღვნიშნე, რომ პარლამენტარებს კი არ უნდა ვთხოვოთ შეასრულონ ხალხის დაკვეთა, არამედ მოვთხოვოთ-მეთქი და ეჭვი გამოვთქვი, რომ ეს ყველაფერი დროის გაყვანის ტაქტიკა იყო!..

 

არანაკლებ ხელოვნური და ცარიელი მუშტის ქნევის იმიტაციას ქმნის თინა ხიდაშელთან და ზოგადად „რესპუბლიკელებთან“ დაკავშირებული აჟიოტაჟი. არასწორია, როცა ყველა უბედურება „ნაციონალებს“ და „რესპუბლიკელებს“ ბრალდებათ, მაშინ, როცა ხელისუფლებაზე პასუხისმგებლობა სულ სხვა ძალამ აიღო.

 

როგორც ჩანს, ხალხს ისევ მოენატრა სანახაობა და შიდა დაპირისპირების ჭაობში „იხრჩობა“, რომლის მიზანი ისევ და ისევ არაარსებით პრობლემებზე ყურადღების გამახვილებაა.

 

საზოგადოებას არავინ ეუბნება, რომ მომავალი არჩევნებით უკეთეს ხელისუფლებას ვერ მიიღებს, პირიქით, ერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები, რომლის ბოლომდე მიყვანას არჩევნების მოახლოების გამო აჩუმათებენ. ოქტომბრის შემდეგ ერთიანად იფეთქებს და უმძიმეს რეალობაში აღმოვჩნდებით, საიდანაც თავის დაღწევა გაგვჭირდება!

 

როგორც ვთქვი, საქართველოს მტრები არ აკლია, მაგრამ ყველაზე დიდი მტერი მაინც ის მგონია, ვინც ცრუ დაპირებებით ხალხს ცრუ მოლოდინს უქმნის და მოსალოდნელ საშიშროებას უმალავს.

 

როცა ერი მძიმე რეალობის წინაშე აღმოჩნდება, ეჭვი არ მეპარება, ცრუ „პატრიოტები“ თავის მართლების რეჟიმში გადავლენ და ყველა ცოდვას სკამებისგან და ზედმეტი კომფორტისგან გაბრუებულ ძეშეცდომილ, ორ გროშზე გაყიდულ თანამოქალაქეებს აკიდებენ!

 

შე მამაცხონებულო: თუ ხედავ, რომ განსაცდელი რეალურია და ქვეყნის გადარჩენა გინდა, უთხარი შენს ხალხს სიმართლე - უთხარი, რომ საქართველოს ბოლოდროინდელი ხელისუფლება ასრულებს არა ხალხის დაკვეთას, არამედ თავიანთი „პატრონების“ ნება-სურვილის უსიტყვო შემსრულებელია. უთხარი, რომ ყალბი შეძახილებით და ცარიელი მუშტის ქნევით არაფერი გამოსწორდება და ისიც უთხარი, რომ მხოლოდ ერთად ყოფნა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვა არის გადარჩენის ერთადერთი შანსი!

 

თუ ხედავ ერში დავანებულ მუხტს და პატრიოტულ ენერგიას, ეცადე ეს მუხტი გააერთიანო და ერთიან კალაპოტში მოაქციო, რომელსაც ვერანაირი ძალა წინ ვერ დაუდგება - რეალური მოქმედებისკენ მოუწოდე, შეამოწმე მაინც რამდენი თავდადებული პატრიოტი ჰყავს საქართველოს!

 

შენ, შენ გეუბნები - მოიხსენი ცრუ პატრიოტის მანტია და ნამდვილი სახე გამოაჩინე. სხვანაირად ვფიქრობ, რომ უფრო დიდი მტერი ხარ, ვიდრე სააკაშვილის ნარჩენები და ერთად აღებული ლიბერასტების არმია!

 

ზაურ ნაჭყებია

 

1-03-2016, 17:01
უკან დაბრუნება