ივერიონი / ალექსი პეტრიაშვილს დღეს დაკითხავენ

ალექსი პეტრიაშვილს დღეს დაკითხავენ

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერს ალექსი პეტრიაშვილს დღეს დაკითხავენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ალექსი პეტრიაშვილის ადვოკატმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შესვლამდე განუცხადა.

ადვოკატ ლევან სამუშიას ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილის დასაკითხად რესპუბლიკურ საავადმყოფოში გამომძიებლები სავარაუდოდ 4 საათის შემდეგ მივლენ. 

ლევან სამუშიამ დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

2-03-2016, 15:19
უკან დაბრუნება