ივერიონი / ზვიად ნოდია: მსოფლიო საგიჟეთს დაემსგავსა, სექსის კულტი კი წალეკვას უქადის სამყაროს!

ზვიად ნოდია: მსოფლიო საგიჟეთს დაემსგავსა, სექსის კულტი კი წალეკვას უქადის სამყაროს!

სექსის კულტი, სექსის კერპები (სექსკერპთაყვანისმცემლობა), ამურის ისრები (სექსის დემონის ინსპირაცია) და ეროტომანია(ფსიქიკური აშლილობა სექსუალიზმის ნიადაგზე, ანუ პათოფსიქოლოგია) წალეკვას უქადის სამყაროს... 

 

მსოფლიო საგიჟეთს დაემსგავსა, ხოლო, მისი ანარეკლი - პრესა, ტელევიზია, ინტერნეტი კი აიძულებს კაცობრიობას სულმოუთქმელად მონაწილეობდეს მის მსოფლმხედველობაზე მიმართულ საინფორმაციო ომში; 

 

ყოველივე ეს დაგეგმილ-გამიზნულად მომდინარეობს ეშმაკისა და მისი რაზმის ჯურღმულეთიდან, რათა ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობამდე და ერთი გაწბილებიდან მეორე გაწბილებამდე არაქათგაცლილებს და გონმოუსვლელებს ანტიქრისტე აარჩევინონ მსოფლიო მეფე-პატრიარქად. 

 

როგორც სამოთხეში აცდუნა ეშმაკმა ევა და გაახსნევინა ცოდვის წყარო, ასევე ჯურღმულეთის მასონობამ მოხსნა „შემაკავებელი“(„ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, ოღონდ ახლა არის შემაკავებელი, რის მერეც მოვა განდგომილება და უსჯულოების კაცი, ძე დაღუპვისა“- პავლე 2 თეს; თ 2) და „პანდორას ყუთიდან“ ამოხეთქილმა ცოდვათა უბედურებებმა გადარია სამყარო... 

 

ჯურღმულეთის დაკვეთით - სიყვარულის სახელს ამოფარებულმა სექსუალურმა რევოლუციამ ტაბუ ახადა ქალწულობისა და ქორწინების ინსტიტუტს და გარყვნილებას დაარქვა თავისუფლება;

 

ამ ფემინისტურ-ემანსიპაციურმა ეტაპმა ხიდი გადო ერთნაირსქესიანთა „უფლებებისა“ და „ქორწინებისთვის“; 

 

ბუნებრივი სჯულისა და ცნობიერების გაუკუღმართებას მოყვა ცნებათა გაუკუღმართება და დამატებითი სქესობრივ-ფსიქო-სოციალური ფენების, ანუ ე. წ. გენდერების ჩაკვეხება საზოგადოებაში; 

 

ზნეობის დაცემას ეწოდა პროგრესული დასავლური ღირებულებები და დემოკრატიულ-ლიბერალური ფორმაციის ზეგავლენით რასაც ჩასძახებენ კაცობრიობას, იმასვე აკეთებინებენ, როგორც ზომბს, გოის, შეპყრობილს; 

 

მეძავის იარლიყი დაუტოვეს მხოლოდ იმათ, ვინც ფულისთვის „მუშაობს“ და არა იმათ, რომლებიც უბორდელოდ მძუნაობენ კატებივით; რაღა თქმა უნდა, ღმრთის მცნებები ერთს ამბობს და აკანონებს, ხოლო მეორეს, ანუ საწინააღმდეგოს ავრცელებს ეშმაკი; 

 

ღმერთი თავადაა სიყვარული და სიყვარულის სიწმინდეს მოითხოვს, მაშინ, როცა ეშმაკი თვითონაა გარყვნილი და სხვაგვარად არ ძალუძს - მისი სიყვარული გარყვნილებაა და უწესო სექს ასაღებს სიყვარულად. 

 

როცა ადამიანები შორდებიან ღმერთს და მის წესრიგს და გადაინაცვლებენ ეშმაკის „ახალ წესრიგში“, ხდებიან „ახალი ადამიანები“, ანუ ღმერთის ხალხისგან განსხვავებულები, მაგრამ, აქაც, სიტყვა „ახალი“ ისევეა უკუღმა გამოყენებული, როგორც ცნება „სიყვარული“. 

 

სინამდვილეში კი - ახალია ქრისტე, განმაახლებელი ძველი კაცის - ადამისა და ჩვენი მოვალეობაა განვთავისუფლდეთ „ძველი ადამიანისგან“ (დაცემისკენ მიდრეკილი ბუნებისგან) და შევიმოსოთ ახალი ადამით - ქრისტეთი; 

 

მაგრამ, „ახალი წესრიგი“ მოითხოვს - განვაგდოთ ქრისტე და მივუბრუნდეთ ძველ კაცს, რათა მასავით დავკარგოთ სამოთხე. ესეიგი, ერთიანად ამოაყირავეს ქრისტეანული არსისმიერი ცნობიერება და ყოფიერება და კიდევ იჩემებენ - ლიბერალიზმი ქრისტიანულიაო... 

 

არადა, „შუა უძევს დიდი ზღვარი“: მათ შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც უბიწო ქალწულის (ანუ, ქრისტეანობა) უმანკოებასა და „თავისუფალი სიყვარულით“ (ანუ ლიბერტარიანელობა) მეძაობას შორის, ისეთივე, როგორც წმინდა ოჯახსა, რომელსაც მცირე ეკლესიაც ჰქვია და როგორც გეი „ოჯახებს“ შორის. 

 

ასეთია ქრისტეანული ღვთივდადგენილი წესრიგი და ვინც ეწინააღმდეგება და აკანონებს სხვაგვარ მსოფლიო „წესრიგს“, აშკარაა, რომ ნეოწარმართია („წარმართთა ღმერთები ეშმაკნი არიან“ - აცხადებს როგორც ბიბლიური დავით მეფსალმუნე, ასევე ქრისტეანობის მოციქული პავლე). 

 

ქრისტეანობა ზნეობრივ თავშეკავებას და თავდადებას ქადაგებს, ლიბერალიზმი კი ვნებებს დამორჩილებას, რასაც დემონები აღაგზნებენ ადამიანებში; ქრისტეანობა ამაღლებას ემსახურება, ლიბერტარიანობა კი- ინსტიქტებზე დაშვებულობას. 

 

როგორიცაა ლიბერალიზმი სახელმწიფოში, იგივეა ეკუმენიზმი ეკლესიაში, რომლის გამოც არ გვიცავს ღმერთი, თორემ ასეთ ყოფაში არ ვიქნებოდით! 

 

სქესობრივი გახრწნილობის ცოდვებს მოაქვს - შიდსი, აბორტი, უშვილობა, გეებისთვის ბავშვების მიშვილება, ცის დახშვა და მიწის გაყამირება, ანუ ამქვეყნიური არსებობის დასასრული, სამოთხისკენ გზის ჩარაზვა და ჯოჯოხეთის უფსკრული... 

 

სწორედ ამიტომ, აღმოსავლეთ საქრისტეანოს არასოდეს ერეოდა ერთმანეთში ცოლქმრული სექსი და მრუშობა, მანამ, სანამ დასავლეთი არ შემოიჭრა ათეიზმით და დემოკრატიით და არ შეგვირია კაენისა და შეითის მოდგმებივით. 

 

მართლმორწმუნეებმა უწყიან, რომ ღმერთისგან განთავისუფლებულებს სხვადასხვა ვნებათა აღმძვრელი ეშმაკები ეპატრონებიან და რომ სექსის დემონი ტრაბახობს: „მე მარტო ძალმიძს უმეტესი კაცობრიობის ჯოჯოხეთში გამწესებაო“... 

 

დემონური ინსპირაციის მექანიზმი იოლი მისახვედრია: თუკი მამაკაცს არა აქვს სქესობრივი პოტენცია და მისი ასო უმაქნისია, რა აიძულებს უკანალით მოქმედებას? - ცხადია, ეშმაკისგან შთაგონება. 

 

დააკვირდით - რა დგას ე. წ. რეინკარნაციის მიღმა, როცა ქალს კაცი ჰგონია თავი და ოპერაციას იკეთებს? - ისევ და ისევ ეშმაკი... მით უფრო, ვისაც ჩვეულებრივ სქესობრივი ცხოვრება შეუძლია, იმის გაუკუღმართება უფრო იოლად შეუძლია სატანას. 

 

ასე, რომ ევროპასთან ჩვენ საერთო გვქონდა მართლქრისტეანობა და არა ეროტიზმი. 

 

არც სხვისი განკითხვა მამოძრავებს და არც ჩემი სისუსტის გამომზეურება, არამედ, მხოლოდ ის, რომ გავაფრთხილო ისინი, ვინც ვერ ხვდებიან თუ როგორ მოქმედებს ადამიანზე უხილავი ძალა და როგორც მამები ამბობდნენ - „სხვებსაც უთხარი, თუ რამე იცი ანტიქრისტეს შესახებო“, მეც დავძენ: ვისაც ვნებების დემონთა მოგერიება არ შეეძლება, ვერც ანტიქრისტეს გაუწევს წინააღმდეგობას. 

 

ამიტომ მივმართავ საზოგადო აღსარებას: მე, არაერთჯერ, კინაღამ დავუცივარ მაგ დემონს... და, ვისთვისაც სექსი ჯანმრთელობაა და ცუდი არაფერი, მას რა უნდა მოვთხოვო... არამედ, გთხოვთ - ცეცხლივით ერიდეთ ამ ცოდვის ცდუნებას; ერთმანეთს მოვუწოდოთ სიფრთხილისკენ; ვილოცოთ ერთმანეთისთვის. ნუ დაუჯერებთ და ნუ დაჰყვებით მათ, ვინც საწინაღმდეგოში გარწმუნებთ. 

 

ასეთი რამ რომ ეთქვა იმ ე. წ. პრეზიდენტს, აჯობებდა, მაგრამ „კოკასა შიგან რაცა დგას“, იგივე წარმოადინა... 

 

ადამიანი ღმერთმა განსაღმრთობად შექმნა და არა გასამაიმუნებლად, ანუ, პირუტყვობამდე ჩამოსაქვეითებლად. 

 

ღვთისნიერმა ადამიანმა კარგად იცის, რომ სამყაროს ბატონ-პატრონი ღმერთია და არა ეშმაკი, რის გამოც, თავს არ მისცემს იმის უფლებას, რომ ორ ბატონს ემსახუროს და შეურაცხყოს ღმერთი და თავისთავი. 

 

ის, რასაც ეშმაკი კადრებს ადამიანს, ღმერთისთვის მიუღებელია, რამეთუ ეშმაკის გასაფუჭებლად არ შეუქმნია ადამიანი ღმერთს, თუმც, არც რობოტად შეუქმნია და მის ნება-არჩევანს არ ლახავს; მაგრამ, განსხვავებით დემოკრატ-ლიბერალებისგან, ღმერთი განკაცდა ჩვენს გადასარჩენად, გვეხმარება და გვაკვალიანებს: აქეთ წახვალ - გადარჩები, იქით წახვალ - დაიღუპები.

 

17-03-2016, 11:04
უკან დაბრუნება