ივერიონი / "ქარვასლასთან" უცნობი მამაკაცის გვამი იპოვეს

"ქარვასლასთან" უცნობი მამაკაცის გვამი იპოვეს

სავაჭრო ცენტრ "ქარვასლას" მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანაში მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს.


ამ წუთებში ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიცია მუშაობს.


როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა "ივერიონის" კორესპონდენტთან საუბრისას განაცხადა, მიმდინარეობს გვამის პროზექტურაში გადასვენების პროცესი, რის შემდეგაც მოხდება მისი იდენტიფიკაცია.

23-11-2012, 20:56
უკან დაბრუნება