ივერიონი / რა არის ტოტალიტარიზმი?!

რა არის ტოტალიტარიზმი?!

ეს კითხვა, ალბათ, ბევრ თქვენგანს უჩნდება. ახლავე განგიმარტავთ! 

 

პირველ რიგში, ეს არის რეჟიმი, ისევე, როგორც დემოკრატია! დიახ, დიახ, დემოკრატიაც რეჟიმია? მისაღებია თქვენთვის რეჟიმი? 

 

ააარაა, რა თქმა უნდა, ციხე ხომ არ ვართ?! 

 

ახლა უყურეთ: ტოტალიტარიზმი, ანუ, პოლიტიკური რეჟიმი, ამყარებს სახელმწიფოს სრულ, ანუ ტოტალურ კონტროლს ადამიანების ცხოვრების აბსოლუტურად ყველა ასპექტსა და სფეროზე, ცხოვრების ფორმაზეც კი! ნუუ... ეხლა, გენაცვალე, ლოგინში ვერ შეუვარდებიან ცოლქმარს მაგრამ... აქაც, ლოგინშიც, ირიბი კონტროლის ქვეშ არის მოსახლეობა! 

 

ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში ბევრ შვილს ვერ იყოლიებ! დიახ, დიახ, ვერ იყოლიებ, მორჩა და გათავდა! 

 

იმ შვილებს ჩემო დაო და ძმაო, გაზრდა ხომ უნდა? კი, გოჭებივით დაყრი და დაზრდი, რამენაირად, მაგრამ... მარტო „დაზრდა“  ხომ არ არის?! აღზრდას, აღზრდას რას უშვები? 

 

ტოტალიტარული რეჟიმის დროს შენს შვილს მომვალი არ აქვს და სახელმწიფო რეჟიმის თოჯინა, მარიონეტი ხდება! 

 

გინდა თუ არ გინდა ასეა! ...მაშასადამე, რა ყოფილა ტოტალიტარიზმი? დიიიაახ, ეს ორმოა, ადამიანების „ყალიბებში ჩამოსხმის კონვეირია“, რომელშიც 25 წელია გვაცხოვრებენ. 

 

რა არის საჭირო? 

 

საჭიროა იმ მექანიზმების შეცვლა კონსტიტუციაში, რაც ხელისუფლებამ „მოირგო“ და ქვეყანას ტოტალიტარული რეჟიმის „პოლიგონად“ აქცევს! 

 

არ დაფიქრებულხართ, რაში ჭირდება დეპუტატს ე.წ. „იმუნიტეტი“? 

 

დეპუტატს იმუნიტეტი (არ გაგიკვირდეთ) უპირველეს ყოვლისა, ჩვენი რისხვისგან იცავს! 

 

აბა როგორ? რა უნდა გავაკეთოთ? ჯერ უნდა გავემიჯნოთ ხელისუფლებას, დემოკრატიას და... მოვითხოვოთ კონსტიტუციის იმ მუხლების შეცვლა რაც კანონმდებელ და აღმასრულებელ რეჟიმს შეუვალს, ხელშეუხებელს ხდის! 

 

ჩაწვდით ხომ? ...წავედი, მაშინ, მეძინება! დანარჩენი ხვალ! 

 

თამაზ ჭეიშვილი

 

5-05-2016, 11:03
უკან დაბრუნება