ივერიონი / ბატონო ალექსანდრე: დაუყოვნებლივ დაატოვებინეთ სისტემა ზონდერებს!

ბატონო ალექსანდრე: დაუყოვნებლივ დაატოვებინეთ სისტემა ზონდერებს!

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს

ბატონ ალექსანდრე ჯეჯელავას

 

 

ბატონო ალექსანდრე,

მოგესალმებით და გილოცავთ მინისტრის თანამდებობას! გულწრფელად გისურვებთ იმგვარ წარმატებებს, რომელიც საგანმანათლებლო სისტემის პროგრესს შეუქცევადს გახდის!

 

თქვენ „ბექგრაუნდს“ თუ დავეყრდნობით,  საფუძვლიანი იმედი  გვაქვს, რომ გაამართლებთ ჯანსაღი საზოგადოების მოლოდინებს, რომ მინისტრის ცვლილებას არ ექნება მხოლოდ ფასადური ხასიათი - „ცვლილება ცვლილებისთვის“ და იმედია სტარტს აიღებს სასიკეთო ძვრები; რომ ამოისუნთქავს თქვენი წინამორბედის უაზრობებით დაღლილი პედაგოგიური კორპუსი, დამშვიდდება სამინისტროს „ოდეერის“ ალექსანდრე ონოფრიშვილის მიერ დატერორებული დირექტორების გილდია,  შემსუბუქდება მშობელთა ფინანსური  ტვირთი შვილების განათლების გამო რომ აწევთ!

 

ეს რომ მოხდეს,  ვიმედოვნებთ, რომ ამთავითვე  „მიირთმევთ გომბეშოს“:  დაუყოვნებლივ დაატოვებინებთ  სისტემას სამინისტროში მოკალათებულ „ზონდერ ბრიგადის“  წევრებს,  რომლებიც წლების განმავლობაში ატარებენ პოლიტიკურ ეგზეკუციებს, ახორციელებენ პირად დევნებს,  მონაწილეობენ კორუფციულ სქემაში, ახდენენ საზოგადოების დაშინებას და დეზინფორმირებას, მხილებულნი არიან სხვა უკანონო ქმედებებში!  მათი მსხვერპლი გახდა უამრავი კეთილსინდისიერი პედაგოგი და დირექტორი, სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურის თანამშრომელი,  მათ  შორის,  ჩვენი  ცენტრის ხელმძღვანელი სასკოლო საზოგადოებისთვის საყვარელი პროფესიონალი ადამიანი დავით ფერაძე, რომელიც ხელისუფლებას  დახმარება-მხარდაჭერის სთავაზობდა. მაგრამ ის მავნებელმა ექსმინისტრმა დასაჯა კონსტიტუციური უფლების - სიტყვის, აზრისა და შეხედულების თავისუფლად გამოხატვისთვის.

 

ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ თქვენ ჩაიბარეთ დანგრეული, დაავადებული სისტემა. ის კორუფცია-ნეპოტიზმით დააინფიცირა ექსმინისტრმა სანიკიძემ და „კგბ-ს“ აგენტმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა; თქვენ დგახართ ურთულესი პრობლემის წინაშე:  სისტემა დეგრადირებულია მასწავლებელთა ფსევდოპროფესიული წინსვლის კორუფციული სქემით,  სკოლის გამოსაშვები გამოცდების კატასტროფული შედეგებით, სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ დახარკული სკოლებით! ჩვენ სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ ასეთი გამოწვევების წინაშე,  ჩვენ მზად ვართ უფრო მეტი ინფორმირებისთვის, შეხვედრისთვის, დიალოგისთვის,  თანამშრომლობისთვის.

 

საჭიროა სამართლიანი გადაწყვეტილებები დევნილ პროფესიულ კადრებთან დაკავშირებით. საჭიროა ისინი დაუბრუნოთ სისტემას და ამოიყენეოთ გვერდში.  მხოლოდ ამგვარი ნაბიჯები შეაჩერებს ჩვენ საპროტესტო მოძრაობას (რომელიც სულაც არ გახლავთ ჩვენი თვითმიზანი) და მასში პედაგოგთა   მასობრივად ჩართვის დიდ ალბათობას! თქვენ შეგიძლიათ ამ პრობლემისგან თავის დაღწევა. ამგვარი ნაბიჯები კიდევ უფრო აამაღლებს პედაგოგების, მშობლების, საერთოდ საგანმანათლებლო სეგმენტის თქვენდამი  ნდობას,  რომელიც ამ ეტაპზე საკმაოდ დიდია.  ბატონო ალექსანდრე,  ჩვენი ორგანიზაციის მხარდაჭერა და საზოგადოების ნდობა თქვენ გაძლევთ ისტორიულ შანსს გახდეთ განათლების სისტემის რეფორმატორი, სასიკეთო ცვლილებების შემოქმედი!

 

გთხოვთ, გამოიყენოთ ეს შანსი, გთხოვთ, მაღლა აღმართოთ სამართლიანობის დროშა, რომელზეც ფეხი შეიწმინდა მავნებელმა სანიკიძემ!

 

P.S. აქვე დაგისახელებთ სისტემიდან გასაშვებ რამდენიმე პირს: ალ. ონოფრიშვილი,  ვ. მეიფარიანი, . წურწუმია, ნ. წამალაშვილი,  თ. გაბიჩვაძე,  გ. შეშაბერიძე, თ. მაჩიტაძე და ა.შ.

 

პატივისცემით,

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი.

7-06-2016, 18:51
უკან დაბრუნება