ივერიონი / რაზე „აგვიხილა“ თვალი მარგველაშვილმა და სად „ბანაობს“ ხალხი და ხელისუფლება!

რაზე „აგვიხილა“ თვალი მარგველაშვილმა და სად „ბანაობს“ ხალხი და ხელისუფლება!

ზაურ ნაჭყებია

 

   სამწუხაროდ, ჩემი პროგნოზი, რომ მარგველაშვილი რეფერენდუმს არ დანიშნავდა, გამართლდა.ამით იგი არა მარტო იმ 224000 ხელმომწერს, არამედ, სრულიად საქართველოს (მხედველობაში არ არის მისაღები გრანტიჭამია ასო-ები და პირწავარდნილი ლიბერასტები)დაუპირისპირდა.ახლა მთავარია, რას ვუპირისპირებთ ჩვენ პრეზიდენტად წოდებული მარგველაშვილის ამ თავხედურ „გასროლას"!

 

 

   ვეთანხმები რეფერენდუმის დანიშვნის საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთ წევრს ბატონ სოსო მანჯავიძეს:დროა, პროგრესული, , სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და საკუთარ ქვეყანაზე გულანთებული ადამიანების საჩქარო მობილიზება დავიწყოთ, რომ ლიბერალური ფრთის გამოწვევას საკადრისად ვუპასუხოთ!!!

 

   მარგველაშვილის ცინიკური გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნების წინ ნიშნავს, რომ მან თეთრი ხელთათმანი ესროლა „ქართულ ოცნებას"და იგი სერიოზული დილემის წინაშე დააყენა!

 

 

არა აქვს მნიშვნელობა, მარგველაშვილი ლიბერალური ძალების მიერ ხელისუფლებაში შემოცურებული პერსონაა თუ არა-არჩევანი საზოგადოებამ კოალიცია „ქართული ოცნების" მაშინდელი ლიდერის ბატონ ბიძინა ივანიშვილის დაჟინებული მოთხოვნით გააკეთა და დღეს მის ნამოქმედარზე (უფროს სწორად, საზოგადოების მოთხოვნის იგნორირებაზე)პასუხისმგებლობაც ივანიშვილმა და მმართველმა პარტიამ უნდა აიღოს!

 

 

  კვირიკაშვილის განცხადება, როცა ჩვენ უმრავლესობით მოვალთ ხელისუფლებაში, ამ საკითხს უპრობლემოდ გადავწყვეტთო, ნიშნავდა იმას, რომ მან წინასწარ იცოდა მარგველაშვილის გადაწყეტილების თაობაზე და თავი ამით დაიზღვია.მისი განცხადება დასტურია იმისა,რომ ხელისუფლების ყველა შტო შეთანხმებულად მოქმედებს და ჩვენ მოჩვენებითი კინკლაობის(ფორმალური დაპირისპირების) მომწმენი ვხდებით...

 

 

  თუ ეს ასე არ არის,მაშინ, გამოხატოს მკვეთად ნეგატიური პოზიცია მარგველაშვილის ცინიკურ გადაწყვეტილებაზე მისმა პროტეჟემ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართული ოცნების"მოქმედ გუნდთან ერთად გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მთავრობა ემიჯნება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას.ამით ხელ-ფეხი ეხსნება საზოგადოებას დაუყოვნებლივ დაიწყოს საერთო-სახალხო მოძრაობა პრეზიდენტის იმპიჩმენტის უზრუნველსაყოფად.

 

   მეორე და უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ეს ხელოვნური აჟიოტაჟი საეჭვოდ დაემთხვა წინასაარჩევნო ბატალიებს-კიდევ ერთხელ მიეცა ხალხს საშუალება გააცნობიეროს ვისთან აქვს საქმე და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება!

 

 

  მაინტერესებს, რეფერენდუმის ჩატარების ინიციატორებს თუ აქვთ შემუშავებული „გეგმა-ბ" და როდის აუწყებენ მას საზოგადოებას?!

 

p.s. ამ ისტორიაში მთავარი მარტო ის კი არ არის, რომ პრეზიდენტმა უარი თქვა რეფერენდუმის დანიშვნაზე, არამედ, ისიც, რომ ხელისუფლების ორმა ინსტიტუტმა -ცესკომ და პრეზიდენტმა სხვადასხვა გადაწყვეტილება მიიღო.თუ ცესკომ კანონიერად მიიჩნია რეფერენდუმის დანიშვნა, პრეზიდენტმა გადაწყვეტილების მიღებისას კანონით კი არ იხელმძღვანელა, არამედ, თავისი პიროვნული შეხედულებით.სწორედ ამიტომაც გაუჭირდა მას თავისი გადაწყვეტილების დასაბუთება.ამით ის იქცა მხარედ და ჩადგა იმ 100 ხელმომწერის რიგებში 224000ხელმომწერის(პირობითად შეიძლება ითქვას, მთელი ერის!)საწინააღმდეგოდ!

 

p.s.s.როცა ჩვენ იმაზე ვხარჯავთ დროსა და ენერგიას, კონსტიტუციაში დამატებით ჩაიწეროს თუ არა ქორწინების დეფინიცია, საინტერესოა, ხელისუფლება და ხალხი თუ ფიქრობს იმ ძირეულ ცვლილებებზე, რაც საქართველოს ირგვლივ ხდება.

 

  ხელოვნური, შეიძლება ითქვას პროვოცირებული აჟიოტაჟის დღეებში საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე გავლენის მომხდენი შეხვედრები იმართებოდა მეზობელ სახელმწიფოებში უმაღლეს დონეზე , ერთის მხრივ, რუსეთსა და თურქეთს, ხოლო, მეორეს მხრივ, რუსეთ-აზერბაიჯანსა და ირანს შორის.თუ ამას დავუმატებთ სირიელების, რუსების ერაყელებისა და ქურთების ერთობლივ ქმედებებს, ჩნდება ლოგიკური კითხვა: აქვს თუ არა გააზრებული საქართველოს ხელისუფლებას აქედან გამომდინარე შედეგები?როგორ აისახება ახალი საერთაშორისო რეალობა ჩვენს ქვეყანაზე და როგორ ემზადება ამ ცვლილებებისთვის საქართველლო?


  სამწუხაროდ, ხელისუფლებას ამაზე ფიქრის ნიშან-წყალიც არ ეტყობა. არ ეტყობა იმათაც, ვინც გამალებით მიისწრაფის პარლამენტისკენ! სამწუხაროდ, ამაზე ფიქრით არც საზოგადოება იტკივებს თავს!

10-08-2016, 11:39
უკან დაბრუნება