ივერიონი / ჩვენ ერთად შევქმნით 21 - ე საუკუნის საქართველოს დიდგორის ლაშქარს!

ჩვენ ერთად შევქმნით 21 - ე საუკუნის საქართველოს დიდგორის ლაშქარს!

მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის „ეროვნული თანხმობის პარლამენტისათვის“

მუშაობის პირველი შედეგები

 

 

   დღემდე საარჩევნო სიებს ადგენდნენ პოლიტიკური პარტიები, ფორმალური თუ არაფორმალური ლიდერები.  ამ გზამ ჩიხში შეგვიყვანა.

 

 

    ჩვენ სხვა გზას ვირჩევთ. სიები შედგება მხოლოდ ხალხთან და საზოგადო მოღვაწეებთან დიდი მოთათბირების საფუძველზე. რამდენიმე აუცილებელი პირობით - შერჩეული კანდიდატი უნდა იზიარებდეს მეცნიერთა შეფასებით , ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ზოგადქართულ დოკუმენტს მოქმედების  მანიფესტს“ – „ერთი სამშობლო, ერთიანი ერი , გაერთიანებული სახელმწიფო

  

  ჩვენთვის უპირველეს კრიტერიუმთა  შორისაა რეპუტაცია, პროფესიონალიზმი, გამოდილება, ქართული ცნობიერება შერწყმული ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებთან

ჩვენ სამარცხვინოდ ვთვლით დღემდე დამკვიდრებულ ასაკობრივ გრადაციას და ვამბობთ ქართულად: ხელისუფლება აზროვნებაა და არა ასაკი.

ჩვენ უარი   უნდა ვთქვათ  პარტიიდან პარტიაში მორბენალ მედროვეებზე,ყველას და ყველაფერს რომ ერგებიან.  მრავალპარტიელებზე

ჩვენ უნდა დავაფასოთ გამოცდილი ადამიანები. ყველგან იყვნენ  სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსები  და ზნეობრივი ადამიანები, ზვიად გამსახურდიას გარემოცვაშიც, ედუარდ შევარდნაძის პერიოდის პარლამენტშიც, ასლან აბაშიძესთანმიხეილ სააკაშვილთანაც, ბიძინა ივანიშვილთანაც, დღევანდელ ხელისუფლებაშიც.

ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, საზოგადოებასთან ურთიერთობაში შევძლოთ  ასეთი ადამიანების სახელისუფლებო არენაზე გამოსვლა. მაგრამ რამდენიმე პირობით, მხოლოდ ისინი, ვინც:

<!-      

<!-   - ხელისუფლებაში ყოფნის დროს სახე შეინარჩუნა, გაუძლო ცდუნებას;

<!-   - არ გაბოროტდა ოპოზიციაში ყოფნის დროს

<!-   -სწამს და სჯერა, რომ არ  შეიძლება პოლიტიკის ბიზნესად ქცევა და ხელისუფლებაში ბიზნესინტერესებით ყოფნა

<!-   -დღესაც აქვს დიდ და კეთილ  საქმეთა კეთების რესურსი.

 

  ჩვენ უნდა გვინდოდეს, რომ საქართველოს პარლამენტში, ზოგადად ხელისუფლებაში წარმომადგენლები ჰყავდეს არა მარტო საქართველოს რეგიონებს, არამედ საზღვარგარეთის ქვეყნებში ისტორიულად, თუ ბედის უკუღმართობით, საკუთარი თავისა და  ოჯახის გადასარჩენად  გადახვეწილ   საქართველოს მოქალაქე, თანამემამულეებს - ისე, როგორც ეს ხდება ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებში.

 

  დღევანდელ საქართველოს ჰაერივით სჭირდება ამ ადამიანების გამოცდილება. ქვეყანაც გამთლიანდება  მათი პარლამენტში ყოფნით და წარმოუდგენლად გაიზრდება ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტი. ქვეყნის გარეთ მცხოვრებ 2 მილიოზე მეტი ადამიანის სახელით უნდა შევძლოთ ისეთი ადამიანების პოლიტიკურ არენაზე გამოყვანა, რომელთაც:

<!-   - კარგი კონტაქტები აქვთ იმ ქვეყნის სახელისუფლებო წრეებთან;

<!-   - დიდი ავტორიტეტი აქვთ ქართულ დიასპორაში

<!-   - კარგი რეპუტაციით სარგებლობენ ადგილობრივ მოსახლეობაში

 

დღევანდელ საქართველოს სჭირდება პარლამენტი,  რომლის აბსოლუტურ უმრავლესობას გაცნობიერებული ექნება უპირველესი და უმთავრესი:

 

ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს!  

 

და ეს არ ნიშნავს ჩაკეტილობას. ქართული ყოველთვის იყო ნაზიარები პლანეტარულთან. ასე იყო და ასე იქნება,  თუ  ავირჩევთ არა ლაპარაკით, არამედ აზროვნებით ქართული ცნობიერების ადამიანებს, თუ უარს ვეტყვით ურაპატრიოტებსაც და გლობალისტებსაც.

ჩვენ ხვალ, 12 აგვისტოს, დიდ ქართულ  დღეს  - დიდგორობის დღეს, ვაქვეყნებთ ჩვენი კონგრესის მიერ მიღებულ საპროგრამო დოკუმენტსაც და პირველ გვარებსაც, რომელთა მიმართაც საზოგადოებაში ძირითადში კარგი განწყობაა. ამ პროცესს ხალხთან, მოღვაწეებთან, მეცნიერებთან ერთად გავაგრძელებთ და ეჭვი არ გვეპარება, ჩვენ  ერთად შევქმნით  21 - ე საუკუნის საქართველოს დიდგორის ლაშქარს!

საქართველოს პარლამენტშიც სწორედ ასეთი ადამიანები უნდა იყვნენ და სწორედ ეს იქნება ეროვნული თანხმობის პარლამენტი.

 

 მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი „ეროვნული თანხმობის პარლამენტისათვის“

 

11 .08.2016წ

11-08-2016, 17:17
უკან დაბრუნება