ივერიონი / გაწითლებული „41“ – „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის კიდევ ერთი სკანდალი

გაწითლებული „41“ – „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის კიდევ ერთი სკანდალი

წინასაარჩევნოდ, საზოგადოებამ პირველი დარტყმა, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარული სიის მრავალფეროვნებით მიიღო. აქ ცხვარი და მგელი ერთად ძოვს, ხელისუფლებაში მოსვლის სურვილმა, ნაცი და ქოცი გააერთიანა. რამდენად გაამართლებს ეს გაერთიანება უკვე ეჭვს იწვევს. ქალაქში კახა ოქრიაშვილის ფოტოები გამოჩნდა, სადაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო ციფრი „41“ წითლად არის შემოხაზული. ფაქტია, ოქრიაშვილს არც თუ იოლი საარჩევნო კამპანია ელოდება.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წალკასა და დმანისში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატად კახა ოქრიაშვილი დაასახელა.

„იგი გახლავთ პარლამენტის წევრი, ამიტომაც მას განსაკუთრებული წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. დარწმუნებული ვარ, წალკელები და დმანისელები მხარს დაუჭერენ მის კანდიდატურას“, – განაცხადა პრემიერმა.

დაუჭერენ თუ არა მხარს ოქრიაშვილს დმანისელები და წალკელები ეს მისი პერსონის წარსულზეა დამოკიდებული.

15-08-2016, 14:44
უკან დაბრუნება