ივერიონი / თბილისში ახალი იტალიური რესტორანი Piccola Italia გაიხსნა

თბილისში ახალი იტალიური რესტორანი Piccola Italia გაიხსნა


თბილისში, აბაშიძის N39-ში ახალი იტალიური რესტორანი Piccola Italia ოფიციალურად გაიხსნა. საზეიმო საღამოზე მიწვეულმა სტუმრებმა იტალიური სამზარეულოს მრავალფეროვანი კერძები მყუდრო გარემოში, ცოცხალი მუსიკის თანხლებით დააგემოვნეს და შეაფასეს.


საგულისხმოა, რომ რესტორნის მეპატრონე ნატალია კოპალიანი თავადვე ამზადებს კერძებს - 15 წლიანი გამოცდილება ამ საქმის საუკეთესოდ შესრულების საშუალებას აძლევს. როგორც თავად აცხადებს, იტალიური სამზარეულო თავიდანვე განსაკუთრებით უყვარდა, ამიტომ დეტალურად, უმცირესი ნიუანსების დაცვით შეისწავლა თითოეული რეცეპტი და მრავალფეროვანი მენიუ შეადგინა.


კვების ობიექტში 31 სახეობის პიცაა წარმოდგენილი. ფასები 8 ლარიდან იწყება. გარდა ამისა, რესტორნის მრავალფეროვანი კერძების შეკვეთა გამოძახებითაც შესაძლებელია: კურიერი მომხმარებელს სასურველ საკვებს მაქსიმუმ 30 წუთში ადგილზე მიუტანს (აბაშიძე-ფალიაშვილის ქუჩაზე - უფასოდ, ცენტრალურ უბნებში - 3 ლარად, გარეუბნებში - 5 ლარად. ტ.: 591-90-74-30, 290-34-58).


Piccola Italia შესანიშნავ წინადადებას სთავაზობს ახლომდებარე დაწესებულებებში მომუშავე პირებსაც: მრავალფეროვანი, ორ კაცზე გათვლილი ლანჩ-მენიუ რესტორანში მხოლოდ 10 ლარი ღირს.


კვების ობიექტი მომხმარებლებს მოემსახურება ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით 11:00 – 01:00 საათამდე, პარასკევიდან კვირის ჩათვლით - 11:00 – 02:00 საათამდე.

22-09-2016, 11:17
უკან დაბრუნება