მთავარი გვერდი > „ამ მეგობრობით შევცვლით სამყაროს!“
„ამ მეგობრობით შევცვლით სამყაროს!“26-09-2016 / 17:07 |
გამოვიდა, ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის დამაარსებლის, რეჟისორისა და მსახიობის ქ-ნ იზა ვეფხვაძის, ახალი წიგნი „ამ მეგობრობით შევცვლით სამყაროს“.
წიგნი ორენოვანია. როგორც წინასიტყვაობაშია აღნიშნული, წიგნის ივრითულ ენაზე თარგმნა და მისი გამოცემა უზრუნველყო, ცნობილმა მეცენატმა, ლიტერატურული თეატრის დიდმა მეგობარმა, საქართველოში დაბადებულ-გაზრდილმა ებრაელმა, ბ-ნმა პაატა იოსებაშვილმა. სწორედ ის გახლავთ ისრაელში წიგნის პრეზენტაციისა და იზა ვეფხვაძის საავტორო ლიტერატურული სპექტაკლის „ამ მეგობრობით შევცვლით სამყაროს“ გამართვის ორგანიზატორი და ინიციატორიც.
უკან დაბრუნება |