ივერიონი / თემურ შაშიაშვილი: პოლიტიკა, როგორც ბაზარი, უნდა დასრულდეს!

თემურ შაშიაშვილი: პოლიტიკა, როგორც ბაზარი, უნდა დასრულდეს!

საპარლამენტო   არჩევნების შედეგები არის „საუცხოო მომავლის საქართველოათვის“, თუ ქვეყანაში აღმოჩნდებიან ადამიანები, ვინც შეძლებს ამ შანსის გამოყენებას!

„ფაქტი ერთია, საქართველოში  რეალური პოლიტიკური პროცესი არ მიდის, მის ნაცვლად გვაქვს პოლიტიკური  ბაზარი  თვითმარქვია პოლიტიკოსებით და ამას აძლიერებს ხალხში გამეფებული აზრი, რომ პოლიტიკური პროცესი პარტიათა სიმრავლეშია. ქვეყნისთვის  ერთნაირად დამღუპველია  ერთპარტიულობაც და მულტიპარტიულობაც… თუ  გვინდა  ძლიერი  ქვეყანა, უნდა დავასრულოთ  პოლიტიკა, როგორც ბაზარი, სადაც გამალებული ვაჭრობაა და ამ ვაჭრობაში დაიკარგა საქართველო.“  - აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

ვფიქრობ, თუ ქვეყანა ორპარტიული მმართველობის გზით წავიდა   აშშ ის პოლიტიკური სისტემა    არის უაღრესად საინტერესო საქართველოსთვის. მხოლოდ ერთი  ხაზგასმა უნდა გაკეთდეს – საქართველოს სჭირდება ისეთი  ორპარტიული  სისტემა, როცა არც ერთი  ქვეყნის გარედან არ იმართება, როცა პარტიებისთვის  მთავარი  იქნება  არა მეგასახელმწიფოთა  ინტერესების  დაჯახების ადგილად  ქვეყნის ქცევა, როგორც ეს დღეს არის, არამედ  ქართულ ინტერესზე  მათი ინტერესების  ზედდება!

დღეს კი პარლამენტში შესული  ორი მთავარი ძალიდან (და არა პარტიიდან) ორთავე გარედან იმართებიან… “ნაცმოძრაობა“ არის სექტა და არა პარტია… “ქართულ ოცნებას“ არ აქვს იდეოლოგიური ფუნდამენტი… ორთავე გარშემორტყმულია სატელიტი ძალებით, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა შექმნილი და მართულია ქვეყნის გარედან, ვაჭრობენ პირველ ორთან პოლიტიკური დივიდენდებისა და მატერიალური სარგებელის მიღებისთვის.

 “ქართული ოცნებისთვის” ეს, მართლაც შთამბეჭდავი გამარჯვება, დამარცხების საწყისად შეიძლება იქცეს, თუ ძველებურ სტილში და ასეთი თვითკმაყოფილებით გააგრძელებს საქმიანობას. მას აქვს შანსი დარჩეს დიდ პოლიტიკურ  მოთამაშედ, თუ გააკეთებს დასკვნებს ამ ოთწლიანი მმართველობის გაკვეთილებიდან, მოიცილებს პოლიტიკურ მაფიოზებს, თვითონ გახდება ახალი პოლიტიკური პროცესის დაწყების ინიციატორი ან ხელშემწყობი, ყოველ შემთხვევისთვის ხელს მაინც თუ არ შეუშლის იმას,ვინც ამას დაიწყებს.  

მისი თქმით, ამ პროცესის დაწყების აუცილებლობასა და გარდაუვალობასთან დაკავშირებით სერიოზული განცხადება გააკეთა 5-6 თვის წინ, მეცნიერთა  საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც  ემიჯნება  დაპირისპირებას  და  მომავლის  საქარათველოსთვის თანამშრომლობის ჰარმონიზაციას  მიიჩნევს  ქვაკუთხედად!

11-10-2016, 10:32
უკან დაბრუნება