ივერიონი / მიხეილ ბეგიაშვილი: უნდა გავიხსენოთ მივიწყებული ოქრო!

მიხეილ ბეგიაშვილი: უნდა გავიხსენოთ მივიწყებული ოქრო!

თუ, ძვირფასი ლითონების მიმოქცევას ქვეყანაში მოვაქცევთ საკანონმდებლო სივრცეში, იგი უზარმაზარ სარგებელს მოუტანს, როგორც სახელმწიფოს, აგრეთვე, მეწარმეებს და მოსახლეობასაც. საკამათო არ არის, რომ დღეს ოქროს ბაზარზე არსებული ქაოსი მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყნის ბიუჯეტს: - ბიუჯეტი ყოველწლიურად კარგავს 200 მილინ ლარზე მეტს, ხოლო მოსახლეობა ყოველწლიურად ზარალდება  50 მილიონზე მეტი ლარით; - მეწარმეობა (ოქროჭედურობა) განიცდის დეგრადაციას, ვინაიდან მათი (ოქრომჭედლის)  აზროვნება მიმართულია შექმნას ძნელად ამოსაცნობი ფალსიფიცირებული ნაკეთობა და იგი არ იღწვის თანამედროვე დიზაინის, მაღალმხატვრული, ბაზარზე კონკურენტუნარიანი ნაწარმის შექმნისთვის.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ოქროს აღწარმოებაა: - არსებობს კანონი, რომელსაც ეწოდება მასის მუდმივობის კანონი (ე.წ. ლომონოსოვის კანონი), იგი გულისხმობს: ბუნებაში უკვალოდ არაფერი არ ქრება, არამედ, ხდება ნივთიერების ერთი ფორმიდან მეორეში გადასვლა...

აი, ამ კანონს მთლიანად აკმაყოფილებს ო ქ რ ო, კერძოდ:

1. წიაღიდან მოიპოვებენ ოქროს (არის მოგება; დასაქმებულია ადამიანი); 

2. მოპოვებული ოქროს რაფინირება, ანუ აფინაჟი-სუფთა ოქროს მიღება (არის მოგება, დასაქმებულია ადამიანი); 

3. რაფინირებული ოქროს ლეგირება და საიუველირო წარმოება (არის მოგება; დასაქმებულია ადამიანი);

4. ამ, წინა სამ საწარმოო პროცესში წარმოიქმნება ტექნოლოგიური ნარჩენები, რომელთა რეგენერაციით კვლავ ვღებულობთ სუფთა ოქროს (აქაც არის მოგება და დასაქმებულია ადამიანი); 

5. საიუველირო ნაწარმის საცალო და საბითუმო რეალიზაცია (არის მოგება; დასაქმებულია ადამიანი); 

6. ადამიანს მოსწყინდა სამკაული, ან გაუჩნდა ფულზე მოთხოვნა, ამიტომ მან იგი (სამკაული)  დააბრუნა უკან ბაზარზე (მოსახლეობიდან და ლომბარდებიდან ოქროს შესყიდვა), რომელსაც შემდგომ ჩაუტარდა რესტავრაცია, ან მოხდა მისი დნობა-ლეგირება და ახალი სამკაულის დამზადება და ა. შ. და ა. შ...

დიახ, პროცესი ტრიალებს ერთ დიდ წრეზე და ოქროს ყოველი მისი გადაადგილების და ტრანსფორმაციისას მოაქვს სერიოზული მოგება, ამასთან ხელს უწყობს დასაქმებასაც.

მე მგონი ღირს დაფიქრებად!

27-12-2016, 17:23
უკან დაბრუნება