ივერიონი / დათო ფერაძე: შოკისმომგვრელი ინფორმაცია მივიღე!

დათო ფერაძე: შოკისმომგვრელი ინფორმაცია მივიღე!

ეს ინფორმაცია დათო ფერაძემ გამოგვიგზავნა. არ ვიცით რამდენად გულწრფელია მისი ინფორმაცია, მაგრამ, რადგან „ივერიონში“ გამოქვეყნებამდე უკვე სოციალურ ქსელში აიტვირთა, მიზანშეწონილად ვთვლით გასაჯაროვდეს საინფორმაციო სივრცეშიც. დანარჩენზე პასუხს თავად დათო ფერაძე აგებს.

„ასე დილაუთენია არასდროს დამიპოსტავს, მაგრამ ვიღებ საგანგაშო ინფორმაციას. ჩემი მოძღვრისგან კურთხევამდე დეტალებს არ ჩავუღრმავდები.

უსაფრთხოების მიზნით „გასაწირად“ შერჩეულ წყაროს, რომელიც „ციანიდთან“ არანირ კავშირში არ შეიძლება რომ იყოს - ვერ დავასახელებ.

ჩემი ადამიანური ვალია მისი დაცვა. მას პირადობა ჩამოართვეს და ესაუბრნენ ფარულად პროკურატურიდან! ამ საუბრით ირკვევა, რომ „მოწამვლის საქმეს“ დაუკავშირებენ ყველას, ვინც რაიმე ფორმით ურთიერთობს მეუფე დიმიტრისთან, მრევლსაც კი. ასევე მათ, ვინც ეკლესიის წიაღშია და ეჭვით უყურებს დეკანაოზ მამალაძის ბრალეულობას.

ვარაუდის მიხედვით, იგეგმება ისეთი აბსოლუტურად ნეიტრალური პირის შერჩევა, რომლისგანაც ვითომ ციანიდი იყიდეს. მას, სავარაუდოდ გადაუხდიან თანხას და იტყვის, რომ არ იცოდა, რატომ სთხოვეს ციანიდი. ციანიდის „დამკვეთებში“ „შემოყავთ“ მეუფე სპირიდონი და შესაძლოა მეუფე მელქისედეკიც, რომლებიც მეუფე დიმიტრის თანამოაზრეებად უნდა დასახელდეს.

ასეთი სახის ინფორმაცია მივიღე ახლახანს. ამაზე მეტს ვერ ვიტყვი.

მისი სახელდახელოდ დაპოსტვა გადავწყვიტე, პრევენციის მიზნით, რადგან, ჩემ ახლობელთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი შესაძლოა დამონტაჟდეს და ამ საქმეში ახალი აბსურდები შემოიტანონ.

არაფრის არ მეშინია, თუმცა ვაცხადებ, რომ არცერთ აქ დასახელებულ ეპისკოპოსს პირადად არ ვიცნობ, ვერც იმის მტკიცებას მოვყვები, არიან თუ არა ისინი ჩარეული პროცესებში. ჩემი ინფორმატორის სატელეფონო საუბრის შესაძლო ფაბრიკაციას სახელდახელოდ ვაზღვევ ამ პოსტით. დანარჩენს მოძღვრის კურთხევის შესაბამისად ვისაუბრებ.“

28-02-2017, 10:11
უკან დაბრუნება