ივერიონი / ახალციხეში, რაბათის ციხის ციტადელში

ახალციხეში, რაბათის ციხის ციტადელში

როგორც „ივერიონს“ ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელმა, ქ-ნმა იზა ვეფხვაძემ გვაცნობა, პროექტის "ჩემი საქართველო აქ არის" ფარგლებში, მორიგი სპექტაკლი - "მე წავალ, მაგრამ სამუდამოდ თქვენთან დავრჩები", გაიმართება ახალციხეში, რაბათის (ახალციხის) ციხის ციტადელში.

სპექტაკლი შედგება 5 აგვისტოს, შაბათს, 3 საათზე და მიეძღვნება ჩვენი დროის უდიდეს ქართველს, რეზო თაბუკაშვილს. ( 2 აგვისტო გახლავთ რეზო თაბუკაშვილის დაბადების დღეა, ხოლო, 3 აგვისტო გარდაცვალების. ნიშანდობლივია ისიც, რომ წელს სრულდება რეზო თაბუკაშვილის დაბადებიდან 90 წელი.).

სპექტაკლზე დასწრების მსურველებს გაცნობებთ, რომ თბილისიდან, 5 აგვისტოს, დილის 10 საათზე, სამთოქიმიის მიმდებარე ტერიტორიიდან გამოვა კომფორტული ავტობუსი, რომელიც უზრუნველყოფს თბილისიდან დასწრების მსურველთა ორგანიზებულად წასვლა-წამოსვლას.

მგზავრობის თანხებს (როგორც თეატრის თანამშრომლებისას ხარაგაულიდან, ასევე, თბილისიდან მაყურებლებისას) სრულად უზრუნველყოფს ევროპაში ცნობილი საოპერო მომღერალი, ცნობილი ქართველი ბარიტონი, ხარაგაულელთა სიამაყე და ძალზე სასახელო ქართველი, მამუკა ლომიძე. როგორც ცნობილია, ის ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს იტალიაში, თუმცა, მღერის მსოფლიოს ყველა ცნობილ საოპერო სცენაზე.

17-07-2017, 16:35
უკან დაბრუნება