მთავარი გვერდი > ელზა ჯმუხაძე: მარგველაშვილი სააკაშვილის მომადლიერებას ათასგზის გაუპატიურებული კონსტიტუციური უფლებების გამოყენებით ცდილობს!

ელზა ჯმუხაძე: მარგველაშვილი სააკაშვილის მომადლიერებას ათასგზის გაუპატიურებული კონსტიტუციური უფლებების გამოყენებით ცდილობს!


2-02-2018 / 17:37

ელზა ჯმუხაძე: მარგველაშვილი სააკაშვილის მომადლიერებას ათასგზის გაუპატიურებული კონსტიტუციური უფლებების გამოყენებით ცდილობს!

 

ფაქტია - საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილის პერსონალურად და ჯიქურად შეწყალებას ვერ ბედავს, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ აპირებს მასშტაბური სახე მისცეს სამოხელეო დანაშაულის (მათ შორის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების თუ გადამეტების) ჩამდენი ისეთი პირების შეწყალებას, რომელთაც პირველად ჩაიდინეს დანაშაული.

 

სააკაშვილის მიმართ დამდგარი საყოველთაოდ ცნობილი განაჩენის გათვალისწინებით, ადვილი მისახვედრია, რომ შეწყალების კომისიის ახლებური ჰუმანური მიდგომების დეკლარირებით სააკაშვილის მიმართ შეწყალების საპრეზიდენტო უფლების გამოყენების რეალური, სრული და პირდაპირი შესაძლებლობაა დაანონსებული. 

 

ეს ამბავი „იურიდიული დეჟავიუს“ განცდას მიტოვებს და შესაძლებლობას მაძლევს, პარალელი გავავლო თავად სააკაშვილის მიერ გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული პირების არა პერსონალურად, არამედ - ორასამდე სამხედრო პირთან ერთად ჯგუფურად შეწყალების ფაქტთან, რაც საზოგადოებრიობისთვის თვალში ნაცრის შეყრის უსუსური მცდელობა იყო. საქმე იმაშია, რომ სააკაშვილის მიერ გირგვლიანის მკვლელების, ვითომდა, შეფარული გზით შეწყალება შეუმჩნეველი არ დარჩენია. 

 

ასეთივე შესამჩნევი და სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, როდესაც ხედავ, რომ მოქმედი პრეზიდენტი ისე აირია, უკვე საკუთარ განცხადებებს თავადვე უპირისპირდება, კერძოდ: 

 

ცოტა ხნის წინ, მან მტკიცედ განრისხებულმა განაცხადა - ეგღა მაკლია, იმ სისტემის შემოქმედი სააკაშვილი შევიწყალო, ვინც ისეთ სასამართლო სისტემას ჩაუყარა საფუძველი, რომელმაც დღეს ასეთი სამარცხვინო განაჩენი დააყენა თავად სააკაშვილის მიმართ, არ ვაპირებ ამ სასამართლოს მიერ დაშვებული შეცდომები მე გავასწორო და ამათ პირი მოვბანო საერთაშორისო დონეზე, სადაც სააკაშვილი დღეს უსამართლოდ დასჯილად აღიქმებაო. 

 

თუ მართლა ასე ფიქრობდა, მაშინ გვიპასუხოს ბატონმა მოქმედმა პრეზიდენტმა - რას იზამს ის, თუკი სააკაშვილი მას შეწყალების თხოვნით სრულიად ლეგიტიმურად მიმართავს მას შემდეგ, რაც მისი საქმე სამივე ინსტანციას მოივლის? არ შეიწყალებს და საერთაშორისო დონეზე ახლა იმას გახდის მსჯელობის საგნად, რომ სააკაშვილი არა მხოლოდ უსამართლო სასამართლოს მსხვერპლი და პოლიტიკური დევნილია, არამედ, უკვე პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლიცაა?! 

 

მარგველაშვილის ასეთი არათანამიმდევრული და ცვალებადი, მხოლოდ პოლიტიკურ გათვლებზე და პირად გეგმებზე ორიენტირებული განცხადებები და მოქმედებები ახდენს ყველა იმ ღირებულების დისკრედიტაციას, რაც პრეზიდენტს აძლევს გულმოწყალების კონსტიტუციით გარანტირებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას.

 

განსაკუთრებით სამწუხარო კი ის არის, რომ ამ გზით მარგველაშვილს ჩიხში არა მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური პერსონა, ქვეყანაც შეჰყავს და ამას ისე აკეთებს, ალბათ, დარწმუნებულიცაა, რომ ჩანაფიქრს ვერავინ მიუხვდება. 

 

გამოდის, რომ პრეზიდენტს თავისი ხალხი ხალხი ბრმა, ყრუ და სრულიად უბირი ჰგონია და ეს თავმოყვარე ხალხისთვის, მინიმუმ, საწყენი ფაქტია. 

 

მოკლედ - შეადარეთ ბოლო ორი პრეზიდენტი და მხოლოდ ორ განსხვავებას აღმოაჩენთ. 

 

1. სააკაშვილი მართლა ხალხმა აირჩია და მერე „მადლიერმა“ სააკაშვილმა ეს ხალხი ისე „ათრია“, როგორც ათრია! 

 

2. „შემოულაწუნე მარგველაშვილი“ ივანიშვილმა დაგვასვა თავზე და ახლა ამ პრეზიდენტად დასმულ „პრისტავს“ იმ არჩეული და უკიდეგანო ხელისუფლებისგან ავად ფრთაშესხმული პრეზეიდენტისგან განსხვავებით, აშკარად ეტყობა, რომ ხალხის „ათრევა“ კი უნდა, მაგრამ საამისოდ სააკაშვილის არც გაქანება აქვს, არც - თავხედობა და ბოლოს არც - ფანტაზია. 

 

მოკლედ, მარგველაშვილის სახით ჩვენ საბოლოოდ მივიღეთ წინამორბედი სააკაშვილის ძააალიან ფერმკრთალი ასლი, რომელსაც გაუტკბა პრეზიდენტობა და ქოცებისგან შერისხული მხოლოდ ზოგადად ნაცების კი არა, პირდაპირ სააკაშვილის მომადლიერებას ამ ჩვენი ათასგზის უკვე გაუპატიურებული კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენებით ცდილობს. 

 

მართლაც და „ვაი, უბედურო საქართველოვ, საით მიდიხარ?!“

 


უკან დაბრუნება