ივერიონი / როგორ ანადგურებს „ფარმაცევტული სახლი+“ ფარმაცევტულ კომპანია „სალხინოს“!

როგორ ანადგურებს „ფარმაცევტული სახლი+“ ფარმაცევტულ კომპანია „სალხინოს“!

„ფარმაცევტული სახლი+“-ის ხელმძღვანელობამ უსაფუძვლო მიზეზით ფარმაცევტულ წარმოება „სალხინო“-ს 2013 წელს სასამართლოში უჩივლა, 300 000 დოლარად ღირებული ქონება დააყადაღა და 185 163.83 ლარის გადახდა მოითხოვა.

 

საკამათო არ არის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ „ფარმაცევტული სახლი+“-ის დამფუძნებლებმა, სასამართლოს გამოყენებით ხაფანგი დაუგეს ფარმაცევტულ წარმოება შ.პ.ს „სალხინო“-ს და დაბლოკეს წამალ „სალხინო“-ს სხვადასხვა ქვეყნების სამედიცინო პრაქტიკაში ფართო მაშტაბით დანერგვა.

 

დაუჯერებელია ის ფაქტი, რომ სასამართლო გამოიყენეს ჩვენთვის ფულის, კერძოდ 185 163 ლარის გამოძალვისთვის, ვინაიდან, სასამართლოს გამოყენებით თავადვე დაბლოკეს ყველა ის წინაპირობა, რაც ჩვენ საშუალებას გვაძლევდა წარმატებული ბიზნესი გვეკეთებინა, თანაც იმ პერიოდში, როცა წამალი უკვე დარეგისტრირებული იყო უკრაინისა და სომხეთის ჯანმრთელობის სამინისტროების მიერ და ვაპირებდით პროდუქციის გატანას ამ ქვეყნებში. ამ ყველაფრის მომზადებაში კი საკმაოდ სოლიდური თანხა გვქონდა დახარჯული.

 

„ფარმაცევტული სახლი+“-ის დამფუძნებლებისთვის ცნობილი იყო, რომ დიდი ხარჯები გვქონდა გაწეული და უკვე ჩატარებული იყო წინასწარი კვლევა ს.ს. ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში, როგორც წამალი „ფერდი“-ს, ისე წამალი „სალხინო“-ს ეფექტურობის შესწავლის მიზნით ტუბერკულიოზის რეზისტენტული ფორმით დაავადებულ პაციენტებში. დადგენილი იყო, რომ წამლების არსებული ნომენკლატურისგან განსხვავებით „სალხინო“ და „ფერდი“ გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული სამკურნალო ეფექტით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, შესწავლილ იქნა „სალხინო“-ს და „ფერდი“-ს ერთდროულად გამოყენების წინასწარი კვლევა და დადგინდა, რომ რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებზე წამლები დადებითად მოქმედებს და იწვევს მათ გაუმჯობესებას 65%_ით, განსხვავებით პრეპარატების ცალ-ცალკე გამოყენებისას, სადაც ეს მაჩვენებელი 45%-55%-ია.

 

აქედან გამომდინარე, საჭირო იყო კვლევის გაგრძელება საბოლოო შედეგების მისაღებად, თუ რომელ სტადიაში შეიძლებოდა ტუბერკულიოზით დაავადებული პაციენტების განკურნება წამალ „სალხინო“-სა და წამალ „ფერდი“-ს კომბინირებულად გამოყენების შემთხვევაში. თუმცა, „ფარმაცევტული სახლი+“-ის მიერ დაგებულმა ხაფანგმა ჩვენი ყველა გეგმა ჩაშალა და არსებობს უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ მილიონობით ლარის ეკონომიკური და მორალური ზიანი მოგვაყენა.

 

ჩვენ მათ არაერთხელ ვთხოვეთ არ დაეყადაღებინათ ჩვენთვის უძრავი ქონება, ვინაიდან, ამ ქონების გაყიდვას და აღებული თანხის საქმისთვის გამოყენებას ვაპირებდით. მათ ჩვენი არცერთი შეთავაზება და თხოვნა არ გაითვალისწინეს, მიუხედავად იმისა, რომ თავადვე რჩებოდნენ მოგებულნი. აღნიშნულიდან გამომდინარე ეჭვგარეშეა, რომ ამ ყველაფერში საქართველოში ფარმაცევტულ ბაზარზე გამძაფრებული კონკურენციის ხელი ურევია.

 

ვფიქრობთ, რომ „ფარმაცევტული სახლი+“-ის დამფუძნებლები ვიღაცამ წაახალისა დაებლოკა ფარმაცევტული კომპანია „სალხინო“-ს მიერ წარმოებული მედიკამენტების მიმოქცევა ბაზარზე და ამ ყველაფრისთვის გამოეყენებინა სასამართლო. ამის თქმის უფლებას მაძლევს ის ფაქტი, რომ მათ სასამართლო მცდარი მტკიცებულებებით დაარწმუნეს იმაში, თითქოს პროდუქციის საფასური 300 000 ლარზე მეტი ჰქონდათ გადმორიცხული, მაგრამ ითხოვდნენ 185 063.83 ლარის თანხის დაბრუნებას.

 

ურთიერთშედარების აქტის საფუძველზე (რომელიც საეჭვო მტკიცებულებაა და ნებისმიერ დროს შეიძლება მისი გადამოწმება) პირდაპირ თუ მოითხოვდნენ იმ თანხას, რაც აქტშია მითითებული - 185 063.83 ლარი, ასეთ შემთხვევაში სასამართლო არ გაითვალისწინებდა თანხის მოთხოვნას. 2014 წლის მდგომარეობით 300 000 დოლარად შეფასებულ შ.პ.ს „სალხინო“-ს ქონებას ყადაღას დაადებდა. განიხილავდა ამ საქმეს დეტალურად და დიდი დიდი დაგვაკისრებდა პროდუქციის მიწოდებას.

 

მართალია, ჩვენ მათ მიმართ დავალიანება არ გაგვაჩნია, მაგრამ საქმეს არ გავაფუჭებდით და პროდუქციას მივაწოდებდით (ხაფანგს არ დავაგებინებდით!). ისინი ამ პროდუქციის რეალიზაციას მოახდენდნენ და სოლიდურ თანხას უპრობლემოდ წაგვართმევდნენ.

 

ჩვენ კი ჩვენს წამლებს ფართოდ დავნერგავდით სამედიცინო პრაქტიკაში და მრავალი ადამიანის შელახულ ჯანმრთელობას დავუბრუნებდით ცხოვრების ნორმალურ რიტმს. ეს უკანასკნელი კი გასაგები მიზეზების გამო ნამდვილად არ აწყობდათ.

 

სწორედ იმ დროს, როცა ჩვენს მიერ წარმოებულ წამლებით მყარად ვიკიდებდით ფეხს ფარმაცევტულ ბაზარზე, მოწინააღმდეგე მხარე ჩვენს ზურგს უკან ადგენდა მზაკვრულ გეგმას, რომელიც ამოუხსნელ ამოცანად დარჩება მანამ, სანამ კანონის ფარგლებში დამნაშავეები პასუხს არ აგებენ.

 

„საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი საგადასახადო დავალებების, ასევევ სალაროს შემოსავლის ორდერების მიხედვით, 2009 წლიდან 2013 წლის ჩათვლით მოსარჩელემ მოსარგებლეს გადასცა თანხა 1 296 497 ლარის ოდენობით, ხოლო, 2010 წლიდან 897 847 ლარის ოდენობით, სასაქონლო ზედნადებების შესაბამისად, კი მოპასუხემ მოსარჩელეს 2010 წლიდან 2013 წლის ჩათვლით სულ მიაწოდა 672 624 ლარის ღირებულების ფარმაცევტული პროდუქცია. ამდენად, არც მხარის მიერ წარმოდგენილი ურთიერთშედარების აქტების და არც სხვა სახის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება მოსარჩელის მიერ მოპასუხის მოტყუების ფაქტი“_ ნათქვამია პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებაში.

 

ვინაიდან, პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის საგანი ეხებოდა „ფარმაცევტული სახლი+“-ის მხრიდან 2010 წლიდან 897 847 ლარის გადაცემის ფაქტს, აქედან კი 225 223 ლარი ტყუილი იყო. სინამდვილეში, 2010 წლიდან 672 624 ლარის გარდა არ ჰქონია ადგილი დარჩენილი თანხის 225 223 ლარის გადმოცემას და შესაბამისად, ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს.მათ საქმის გასაყალბებლად და სასამართლოს მოტყუების მიზნით გამოიყენეს ყალბი ქვითრები.

 

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა 2009 წლიდან 1 296 497 ლარის გადმოცემა და აგრეთვე ყალბი ქვითრები, 1 296 497 ლარის ნაცვლად დაადგინა, რომ მხარეთა ურთიერთობების სრული ეტაპის განმავლობაში გადმოცემულია 1 009 960ლარი. გამოგონილმა ტყუილმა და შედარების აქტმა, რომელიც ერთადერთ მტკიცებულებადაა წარდგენილი სასამართლოში გამოიწვია შეკერილიყო 600 გვერდიანი საქმე „სალხინო“ განადგურების პირას მიეყვანათ და ეს საქმე წლების მანძილზე სასამართლოებში დავის საგანი გამხდარიყო.

 

თუ ვიხელმძღვანელებთ მეცნიერებაში არსებული ყველაზე ზუსტი მათემატიკური გამოანგარიშებით, დავრწმუნდებით, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით შ.პ.ს „სალხინო“-ს უფრო მეტი ღირებულების პროდუქცია აქვს მიწოდებული „ფარმაცევტული სახლი+“-ისთვის, ვიდრე, ამ უკანასკნელის მხრიდან შ.პ.ს „სალხინო“-სთვის გადახდილი თანხაა.

 

აუდიტორიულმა სამსახურმა შეისწავლა სრული დოკუმენტაცია და დაადასტურა, რომ ჩვენ მათთვის 55 074 ლარით მეტი ღირებულების პროდუქცია გვაქვს მიწოდებული, ვიდრე თანხა აქვთ გადმოცემული. შესაბამისად, მათ ჩვენთვის მოსაცემი აქვთ 55 074 ლარი.

 

ფაქტია, რომ „ფარმაცევრტული სახლი+“-ის დამფუძნებლები მოქმედებენ პრინციპით: „გაღმა შეედავე და გამოღმა დაგრჩებაო!“.

 

სააპელაციო სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ დაგვადანაშაულა 2017 წლის 5 დეკემბრის სხდომისას მასზედ, რომ ჩვენ იმ მომენტისთვის არ გვქონდა 2009 წლის პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი სასაქონლო ზედნადებები, ხოლო, ჩვენი მხრიდან ზედნადებების არქონის მიზეზი იყო ის, რომ საქმე ეხებოდა 2010-2013 წლებში არსებული დავალიანებისთვის დავას და არ მივიჩნიეთ საჭიროდ 8 წლით დაძველლებული ზედნადებების სასამართლოზე წარდგენა.

 

„ფარმაცევტული სახლი+“-ის წარმომადგენლებმა შეძლეს მოეტყუებინათ სასამართლო, რომ არ არსებობდა 2010 წლამდე სასაქონლო ზედნადებები და შესაბამისად ჩვენ მათთვის ასიათასობით ლარის პროდუქცია გვაქვს მისაწოდებელი. სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მსჯელობა და უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის 2015 წლის 20 მარტის სასამართლოს გადაწყვეტილება.

 

ვინაიდან, პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის საგანი იყო 2010 წლიდან 897847 ლარის გადმოცემა და აქედან 225 223 ლარი იყო სადაო, ბუნებრივია საქმეში არ იყო 2010 წლამდე არსებული საქონლის მიწოდების დამადასტურებელი ზედნადებები. ჩვენ კი დარწმულებულები ვიყავით, რომ სასამართლო განიხილავდა ჩვენს საჩივარს, რისთვისაც ბაჟის სახით გადახდილი გვქონდა 7000 ლარი, დაადგენდა სიყალბეს და ბათილად ცნობდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას.

 

„ფარმაცევტული სახლი +“-ის მიერ ინიცირებული საჩივრით გამოწვეული დავა რომ უსაფუძვლოა და გამოგონებული, ამის მრავალი მტკიცებულება არსებობს, თუნდაც ის ფაქტი, თუ როგორ არწმუნებდა სასამართლო პროცესზე იონა (დათო) ქობულია მოსამართლეებს ჩვენს უმადურობაში. თურმე მათ ჩვენთvის გადმორიცხული აქვთ 350 00 ლარამდე თანხა და მხოლოდ 185 063.83 ლარის უკან დაბრუნებას ითხოვენ. ამას ისეთი პროფესიონალიზმით აკეთებდა, რომ მსოფლიოში ნებისმიერ თაღლითს შეშურდებოდა.

 

როცა ასეთ რისკზე მიდიან და წლების მანძილზე გიფუჭებენ უკვე აწყობილ საქმეს, დავრწმუნდი, რომ მომპარეს სასაქონლო ზედნადებები და ამით ახალ გზას მიაგნეს ჩვენი წამებისთვის. დავრწმუნდი იმაში, რომ წყალში გვეყრებოდა მრავალწლიანი შრომა, რომელიც გავწიეთ წამლების სამედიცინო კვლევებში ლიცენზიების მოპოვების კუთხით და აქედან გამომდინარე, უაზროდ მომეჩვენა რამე სხვა საკითხზე მსჯელობა. მწყობრიდან რომ არ გამოვსულიყავი დავტოვე სასამართლო სხდომა და წავედი იმის სანახავად, ადგილზე იყო თუ არა ზედნადებები.

 

2009 წლის საქაღალდეში არცერთი ზედნადები არ იყო. ამან უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩაგვაგდო. ამ დროს ბუღალტერი გვიმტკიცებს, რომ 391 760 ლარის პროდუქციის მიწოდება მტკიცდება და თუ ვერ ვნახეთ ეს ზედნადებები “ფარმაცევტულ სახლი+“-ს ექნება და გამოვართმევდით. ეს ფაქტი მათ სასამართლოს დაუმალეს და ჩვენ რას მოგვცემდნენ. გაირკვა, რომ ადვოკატის მოთხოვნით ყველა ზედნადები, რომელიც ადასტურებდა მომჩივანისთვის პროდუქციის მიწოდებას, იქნა ბუღალტერიიდან ამოღებული, მაგრამ რადგან პირველ ინსტანციაში 2010 წლიდან იყო დავა, ადვოკატმა სასამართლოში წარსადგენად წაიღო მხოლოდ 2010 წლის შემდეგ არსებული ზედნადებები, ხოლო, დანარჩენი თანამშრომელმა სხვა საქაღალდეში შეცდომით შეინახა და დიდი ხნის ძებნის შემდეგ აღმოვაჩინეთ.

 

რადგან სააპელაციო სასამართლოს მიერ წარდგენილი ციფრი 333 686 ლარის გაანგარიშებისას არ იქნა გათვალისწინებული 2010 წლამდე მიწოდებული და კლიენტის მიერ დადასტურებული სასაქონლო ზედნადებები 391 760 ლარზე სწორი ბუღალტრული გაანგარიშების აუცილებლობისთვის საჭიროა აღნიშნული ციფრის ჩართვა ანგარიშში. შესაბამისად დადგინდება, რომ 391 760-336 686= 55 074 , რაც იმის დასტურია, რომ „ფარმაცევტული სახლი +“-ის დამფუძნებლებს შპს „სალხინო“-სი 55 074 ლარის დავალიანება გააჩნიათ.

 

აგრეთვე გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ ყოველივე აღნიშნული დაგეგმილია პროფესიონალი სამართალმცოდნეების მიერ, რომლებმაც ყველაფერი გათვალეს იმისთვის, რომ სასამართლო პროცესები წლების მანძილზე გაგრძელდეს და შპს „ სალხინო“ საბოლოოდ გაანადგურონ.

 

იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი შუამდგომლობა დაკმაყოფილდება და საკასაციო საჩივრის საფუძველზე საქმე დაუბრუნდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს, დარწმუნებული ვართ, რომ კანონის ფარგლებშიც ფაქტობრივი გარემოება დადგინდება.

 

ყოველივე ზემოთაღნიშნულის მტკიცებულებები შპს „სალხინო“-ს გააჩნია და მზადაა წარუდგინოს ყველას, ვინც ამას მოითხოვს.

 

როინ ნაჭყებია,

 

ფარმაცევტული კომპანია „სალხინო“-ს გენერალური დირექტორი:

 

 

 

 

9-02-2018, 11:29
უკან დაბრუნება