ივერიონი / ნაციონალები გადასახადის შემცირებაზე ახლა ფიქრობენ

ნაციონალები გადასახადის შემცირებაზე ახლა ფიქრობენ

"საშემოსავლო გადასახადის შემცირება გამოიწვევს არა მარტო შემოსავლის ზრდას, არამედ სამუშაო ადგილების რაოდენობაც გაიზრდება", - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შტაბში გამართულ ბრიფინგზე.

 

 "იმისთვის, რომ მილიონამდე ოჯახმა,  შემოსავლების გაზრდის თვალსაზრისით, მყისიერი შვება იგრძნოს, ვფიქრობ, 18%-მდე პარალელურ რეჟიმში უნდა შემცირდეს საშემოსავლო გადასახადი. მით უმეტეს, რომ დაუბეგრავი მინიმუმის გათვალისწინებით, ბიუჯეტი მოქალაქეს არც ერთ თეთრს არ უბრუნებს. ხოლო  საშემოსავლო გადასახადის შემცირება გავრცელდება ყველა ადამიანზე. საქართველო გახდება უფრო მიმზიდველი საგადასახადო პოლიტიკის მიხედვით.  ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაუბეგრავი მინიმუმის შესახებ კანონი გავრცელდეს  საზოგადოების ყველა ფენაზე", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ  

 

24-11-2012, 17:14
უკან დაბრუნება