ივერიონი / იმიგრაციის საშიშროება სასიკვდილოა!

იმიგრაციის საშიშროება სასიკვდილოა!

 

რამდენადაც ვიცით, აგვისტოს ბოლომდე, საქართველოში  ვიზიტით გერმანიის ბუნდეს კანცლერი ანგელა მერკერი ჩამოდის. პატარა საქართველოსთვის ეს სტუმრობა დიდი პატივია.

 

საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტი დღეს ოკუპირებულია საქართველოს დაუძინებელი მტრის - რუსეთის მიერ. გენოციდისა და ეთნოწმენდის შედეგად დღეს საქართველოს ხალხს ჰყავს 286 000 შინაგანი დევნილი. უკიდურესი ეკონომიკური გაჭირვებისა და ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულიების გამო საქართველოში დღეს ხდება დიდმასშტაბიანი შემოსახლება ირანიდან, სირიიდან, თურქეთიდან და აზიის სხვა ქვეყნებიდან. ამიტომ ჩვენ ძალიან ვშიშობთ, რომ თუ ბუნდეს კანცლერის პროგრამა ამ პუნქტსაც შეიცავს, მის ამ წინადადებას შეიძლება დაეთანხმოს საქართველოს უპასუხისმგებლო ხელისუფლება.

 

მკითხველს შევახსენებთ, რომ 1918 წელს ევროპის დიდ სახელმწიფოებს შორის გერმანია იყო ერთადერთი, რომელიც სრული გულწრფელობით რჩევითა და საქმით იცავდა საქართველოს დამოუკიდებლობის კურსს. გერმანიის ეს ღვაწლი ჩვენი ისტორიული მეხსიერების ერთ-ერთი ნათელი შტრიხია.

 

ქართველ ხალხს მოვუწოდებთ სიფხიზლისკენ ამ ახალი მოსალოდნელი საშიშროების წინაშე.

 

ნ. ნათაძე

პ. კოღუაშვილი

 

 

15-08-2018, 09:52
უკან დაბრუნება