ივერიონი / გიორგი ტიგინაშვილი: ჩვენთან ყველაფერი თავდაყირაა და სერიოზულ პრევენციასა და მკურნალობას საჭიროებს!

გიორგი ტიგინაშვილი: ჩვენთან ყველაფერი თავდაყირაა და სერიოზულ პრევენციასა და მკურნალობას საჭიროებს!

კარგია მონასტრებისა და ტაძრების შენება - უდაოდ წმინდა საქმეა, მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთი, მეტად საგულისხმო სიმპტომი, რომელმაც პრაქტიკულად დაასნეულა ბერ-მონაზონთა ჭეშმარიტი როლი და დანიშნულება საქართველოს ეკლესიაში.

 

მხედველობაში მაქვს გაუთავებელი მშენებლობები, სადაც ლოცვის, ჭვრეტისა და კითხვისთვის მოწოდებული მამები და მორჩილები ფაქტობრივად კალატოზებად, მლესავებად, ქვის მჭრელებად, მტვირთავებად და მუშებად გვევლინებიან.

 

თავისთავად ამ საქმიანობაში ცუდი და მიუღებელი არაფერია, მაგრამ ჩვენს სინამდვილეში მთელი დღის მანძილზე წერაქვის ქნევისგან და ლოდების თრევისგან დაღლილი ბერი რამდენად იცლის იმ უმთავრესისთვის, ეს ხომ დასაფიქრებელია?!

 

ამდენად, შენობა-ნაგებობებისადმი სტიქიური აღტკინება ერთგვარ ტრენდად ჩამოყალიბდა, რაც მისტიციზმს, მეტაფიზიკურ ღვაწლსა და ტრანსცენდენტურის წვდომას ერთობ აფერხებს.

 

ლემენტარული სტატისტიკაა, რომ იმ ეპარქიებში, სადაც მსგავსი ტენდენციაა, მუდმივად სახეზე გვაქვს სულიერი პრობლემები, მძიმე ცოდვაში დაცემები, ფსიქიკური დარღვევები და ა.შ.

 

იშვიათი გამონაკლისია ისეთი მონასტრები, სადაც ტიბიკონი, წესგანგება და ატმოსფერო ჯანსაღი იყოს. მორჩილების გაგებაც რაღაც ყაზარმული ტიპის უსიყვარულო დისციპლინით ესმით. აღარაფერს ვამბობ ადრეულ ასაკში აღკვეცის მოდურობაზე, რასაც, როგორც წესი, ფატალური შედეგები აქვს ხოლმე.

 

მოკლედ, ჩვენთან ყველაფერი თავდაყირაა და სერიოზულ პრევენციასა და მკურნალობას საჭიროებს.

16-08-2018, 10:37
უკან დაბრუნება