ივერიონი / 26 აგვისტოს, აბასთუმანში, თქვენ არაჩვეულებრივი წარმოდგენა გელით

26 აგვისტოს, აბასთუმანში, თქვენ არაჩვეულებრივი წარმოდგენა გელით

26 აგვისტოს, 13:00 საათზე, აბასთუმანში, ყანობილის მთაზე, ასტროფიზიკური ობსერვატორიის საკონფერენციო დარბაზში, რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის მორიგი სპექტაკლი – „სიმღერა ზეცის სამადლობელო”გაიმართება. როგორც „კვირას“ თეატრის ხელმძღვანელმა და მსახიობმა იზა ვეფხვაძემ აცნობა, სპექტაკლი პროექტის ფარგლებში – ”ჩემი საქართველო აქ არის” ჩატარდება და მიეძღვნება უდიდეს მეცნიერს, ქართული ასტრონომიის პატრიარქს, აბასთუმნის ობსერვატორიის დამაარსებელს და 60 წლის განმავლობაში მის უცვლელ ხელმძღვანელს – ევგენი ხარაძეს.

 

„დარბაზის უსასყიდლოდ დათმობისა და თანამშრომლობისათვის მადლობა მინდა გადავუხადო ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, უნივერსიტეტის რექტორს და ობსერვატორიის დირექტორს, მაია თოდუას. ასევე, მადლობას ვუხდი ქართული ოპერის ვარსკვლავს, მამუკა ლომიძეს, რომელიც უზრუნველყოფს თეატრის ტრანსპორტირების ხარჯს ხარაგაული-აბასთუმანი-ხარაგაული. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი მამუკა თავადვე დასეწრება ამ წარმოდგენას მეგობრებთან ერთად და ვიმედოვნებ, დაგვატკბობს თავისი საშემსრულებლო ხელოვნებით“, – აღნიშნა იზა ვეფხვაძემ.

 

22-08-2018, 13:28
უკან დაბრუნება