ივერიონი / ზაურ ნაჭყებია: თუ სალომე ზურაბიშვილს პირველივე ტურში გაამარჯვებინეს, საქართველოში რევოლუციური ტალღა აგორდება!

ზაურ ნაჭყებია: თუ სალომე ზურაბიშვილს პირველივე ტურში გაამარჯვებინეს, საქართველოში რევოლუციური ტალღა აგორდება!

არ მეგონა ცირკის კლოუნად ქცეული, „რუსთავი-2“-ის შეფის, ენაწაბილწული ნიკა გვარამიას პათოსს ოდესმე თუ დავეთანხმებოდი - ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ საქართველო საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით მართლაც ქაქში აღმოჩნდება, საიდანაც ამოსვლა ძალიან გაუჭირდება.

 

თავხედობის აპოთეოზად შეიძლება ჩაითვალოს „ქართული ოცნების“ ძალად გამოქანდაკებული სახის, მამუკა მდინარაძის განცხადება, რომ პარტიული (მიაქციეთ ყურადღება) კვლევებით, სალომე ზურაბიშვილი - არც მეტი, არც ნაკლები 53 პროცენტით პირველივე ტურში იმარჯვებს და საპატიო მეორე-მესამე ადგილს ვაშაძე და ბაქრაძე გაიყოფენ.

 

არათუ შიდა პარტიულ კვლევებს, ე.წ. საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებსაც არავინ ენდობა, მაგრამ, ეს არ არის მთავარი - მთავარია, რომ მმართველ პარტიას ჰყოფნის თავხედობა გამარჯვებულად წინასწარ გამოაცხადოს ის, ვისაც საქართველოს მოსახლეობის 5 პროცენტიც არ უჭერს მხარს!

 

დიახ, ამის თქმის საფუძველს გვაძლევს თბილისში და რეგიონებში ამომრჩეველთა განწყობა სალომე ზურაბიშვილისადმი, რომელსაც არადიპლომატიურ დიპლომატიას და პრეზიდენტობის კანდიდატისადმი შეუფერებელ განცხადებებს უწუნებენ. რაც არ უნდა გაგვიკვირდეს, მათ რიცხვში ძალიან ცოტაა იმ ადამიანთა კატეგორია, რომელსაც ქალბატონ სალომეს ჩიქორთული არ მოსწონს!

 

შეიძლება ადამიანმა თუნდაც მშობლიური ენა სრულყოფილად არ იცოდე, მაგრამ, მოინდომო და ისწავლო. თუმცა, ვერაფერს მოუხერხებ მენტალობას, რომელიც გენეტიკურად დავანებულია სულიერ შრეებში და წლების მანძილზე ყალიბდება.

 

შეიძლება თამამად ითქვას, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის ქართული მოვლენა და მისი გაპრეზიდენტება დამოკლეს მახვილი იქნება საქართველოსთვის - მხედველობაში მაქვს მისი ბურუსით მოცული (უცხოეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სამსახური რას უკავშირდება ყველამ კარგად იცის) ბიოგრაფია და ის გაუწონასწორებელი, უხეში გამოხტომები, რომლის მიღმა ანტიქართული ნაბიჯები იმალება თავისი დამანგრეველი შედეგებით.

 

ვეთანხმები ჩემს კოლეგას ბონდო მძინარაშვილს, რომ ზურაბიშვილი არ იქნება ბიძინა ივანიშვილის თვალებში შემყურე პრეზიდენტი - ის თავისი მოჩვენებითი „დამოუკიდებლობით“ გააჟღერებს ისეთ ინიციატივებს, რასაც გარედან უკარნახებენ და რისი სურვილიც თავად ექნება. ადრე ვთქვი და კიდევ ვიმეორებ: სალომე ზურაბიშვილის თამაშში შემოყვანით ბიძინა ივანიშვილი ან ხარაკირს იკეთებს, ან შეგნებულად მიჰყავს ქვეყანა მუდმივი ქაოსისკენ, რომლის მაპროვოცირებელი სწორედ სალომე ზურაბიშვილი იქნება!

 

მე ქალბატონ სალომეს მენტალობა შემთხვევით არ მიხსენებია - იგი თავისი მრწამსით ანტიმართლმადიდებლური სულის მატარებელია, რომელიც ადვილად ჯდება მსოფლმთავრობის გეგმებში - ზურაბიშვილისთვის ქართული მიწის უცხოელებზე მიყიდვის აკრძალვა ისეთივე მიუღებელია (ანაქრონიზმია), როგორც ნარკოპოლიტიკის ლებერალიზაციაზე უარის თქმა, რადგან, მისი აზრით, ეს ეწინააღმდეგება თანამედროვე დემოკრატიის ფუნდამენტურ მოთხოვნებს. არ გამოვრიცხავ, მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ლგბტ-ს მომხრეებს სერიოზული მხარდამჭერი გამოუჩნდეს. აი, სწორედ ამას ვგულისხმობ, როცა ქალბატონ სალომეს არაქართულ მოვლენად მოვიაზრებ.

 

ჩემს სტატიაში „დიახ, შემირცხვენია ის ქვეყანა, რომელსაც პრეზიდენტად ზურაბიშვილი ვაშაძე ან ბაქრაძე ეყოლება!“ http://iverioni.com.ge/16569-diakh-shemirckhvenia-is-qveyana-romelsac-prezidentad-zurabishvili-vashadze-an-baqradze-eyoleba.html (გამოხმაურება ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილის გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუზე) გარკვევით ავხსენი, თუ რატომ არის სირცხვილი ბაქრაძის, ვაშაძის ან ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება საქართველოში.

 

ახლაც გავიმეორებ: ჩვენ რომ ღირსებაშერჩენილი საზოგადოება ვიყოთ, სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენები საქართველოში არათუ პრეზიდენტობაზე განაცხადებდნენ პრეტენზიას, არამედ, კუთხეში იატუზებოდნენ და საერთოდ გაქრებოდნენ პოლიტიკური ავანსცენიდან!

 

არასწორად მიმაჩნია, როცა ყველაფერს ივანიშვილს და კოჰაბიტაციას აბრალებენ - კოჰაბიტაცია შეიძლება გარედან თავსმოხვეული დავალება იყო, რომელიც უსიტყვოდ შეასრულა დღევანდელმა ხელისუფლებამ, მაგრამ, რატომღაც არ მახსენდება საზოგადოების პროტესტი აღნიშნულთან დაკავშირებით. ამ გარიგების საწინააღმდეგოდ ხალხი ქუჩაში რომ გამოსულიყო, კოჰაბიტაციასაც ავიცდენდით და „ნაციონალების“ ბუნდღაც არ იქნებოდა ქართულ პოლიტიკაში.

 

ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის პარლამენტში გატანისას ხალხი ქუჩაში რომ გამოსულიყო, არც იმ კანონს მიიღებდნენ და სხვა ანტიქართულ ინიციატივებსაც ავიცდენდით თავიდან.

 

ხალხის რეაქციამ მაშინაც დააყოვნა, როცა საარჩევნო მარათონის დაწყებისთანავე ქვეყანას სამი ანგაჟირებული კანდიდატი მოევლინა სწორედ ბაქრაძე-ვაშაძე-ზურაბიშვილის სახით და სხვა უფულო, ე.წ. არაკვალიფიციურ კანდიდატებს სატელევიზიო ეთერს არ გააკარებდნენ.

 

ხალხის რეაქციამ მაშინაც დააყოვნა, როცა ბოკერია-ივანიშვილის გარიგებაზე და ბაქრაძის გაპრეზიდენტებაზე იყო საუბარი.

 

ხალხის რეაქციამ მაშინაც დააყოვნა, როცა მმართველმა პარტიამ საკუთარი კანდიდატი არ დააყენა და დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ზეპარტიულად შემოგვაჩეჩა...

 

აღარ გავაგრძელებ!

 

ერთს კი ვიტყვი: მდინარაძის განცხადება ნიშნავს, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდება და „ქართული ოცნება“ თავისი ადმინისტრაციული რესურსებით სალომე ზურაბიშვილს გაათრევს პრეზიდენტად, რაც ერისთვის კიდევ ერთხელ სილის გაწვნა და საბოლოო გაფარჩაკება იქნება!

 

რადგან ასეა და რომელიმე ანგაჟირებული კანდიდატის გაპრეზიდენტება ერის სირცხვილი და დაღმასვლისკენ სწრაფი სიჩქარით გაქანების ტოლფასი იქნება, ქართველმა ერმა უნდა გააკეთოს სრული მობილიზება და მხარი რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს.

 

ყველა გამოკითხვით და ობიექტური რეიტინგით, ასეთი თეიმურაზ შაშიაშვილია. ეს რომ ასეა, რეგიონებში ჩასვლამ და მის მიმართ ბოლო დღეებში ხელისუფლების მხრიდან გამოჩენილმა „ზედმეტმა ყურადღებამაც“ დაადასტურა!

 

და ბოლოს: თუ სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში „გაიმარჯვებს“, საქართველოში რევოლუციის წინაპირობები შეიქმნება, რომელიც თუ სასურველ კალაპოტში არ ჩავაყენეთ, კატაკლიზმების გარეშე ვერ ჩაივლის, მაგრამ, ორივე დაპირისპირებულ ძალას - „ნაცებსაც“ და „ქოცებსაც“ პოლიტიკურ მოუსავლეთში გაისტუმრებს!

 

როგორც ვატყობ, ყველაფერი იქითკენ მიდის!!!

 

 

 

19-10-2018, 12:14
უკან დაბრუნება