მთავარი გვერდი > ზაურ ნაჭყებია: ყველაფერს ბიძინა ივანიშვილს ნუ დავაბრალებთ, ხანდახან საკუთარ პასუხისმგებლობაზეც ვიფიქროთ!

ზაურ ნაჭყებია: ყველაფერს ბიძინა ივანიშვილს ნუ დავაბრალებთ, ხანდახან საკუთარ პასუხისმგებლობაზეც ვიფიქროთ!


6-11-2018 / 12:19

ზაურ ნაჭყებია: ყველაფერს ბიძინა ივანიშვილს ნუ დავაბრალებთ, ხანდახან საკუთარ პასუხისმგებლობაზეც ვიფიქროთ!

ივანიშვილის გუშინდელმა განცხადებამ, მიუხედავად საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მიმართ ჩემი განსხვავებული დამოკიდებულებისა, ძალიან დამაფიქრა. ყოველ შემთხვევაში, დამარწმუნა, რომ არჩევნების მეორე ტურის დამთავრებამდე „ქართული ოცნების“ კრიტიკაზე მორატორიუმი უნდა გამოვაცხადოთ!

 

ეტყობა, „ნაციონალების“ მხრიდან მართლაც არსებობს რევანშის საშიშროება, რაც არ უნდა დავუშვათ. ამისთვის კი აუცილებელია, ყველანი მივიდეთ არჩევნებზე და კატეგორიული უარი ვუთხრათ რევანშისტებს!!!

 

თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, პრობლემები ამით ამოიწურება - ჩვენ არჩევნებამდე უნდა მოვთხოვოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩამოწეროს ყველა პუნქტი, კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებს ერთი წლის მანძილზე და ამ დაპირებებში იქნება თუ არა მთავარ პუქტად შესული „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის 9-წლიანი პერიოდის სამართლებრივი შეფასება?!

 

ჯერ კიდევ 2013 წელს, როცა „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალებთან“კოჰაბიტაციის დავალება მიიღო ოკეანის გაღმიდან, ვწერდი, რომ ხელისუფლება უძლური იყო უარი ეთქვა ამ დავალებაზე და პროტესტი ხალხისგან უნდა წამოსულიყო, რადგან, კოჰაბიტაცია თავისთავად ნიშნავდა უარის თქმას „ნაციონალური“ რეჟიმის 9-წლიანი პერიოდის სამართლებრივ შეფასებაზე.

 

სხვათაშორის, იგივეს ვამბობდი ანტიდისკრიმინაციული და სხვა ანტიქართული კანონპროექტების პარლამენტში ინიცირებისას, მაგრამ, საზოგადოების პროტესტი კომპიუტერის კლავიშებს არ გაცდენია. არც საკონსტიტუციო სასამართლოს ანტისახელმწიფოებრივი გადაწვეტილებები გაგვიპროტესტებია.

 

ამდენად, ივანიშვილის გუშინდელი დაპირებაც ისევ წინასაარჩევნო დაპირებად დარჩება, თუ საზოგადოება ახლა მაინც არ დადგება თავისი მოწოდების სიმაღლეზე და წინასაარჩევნოდ გაცემული დაპრებების შესრულებას არ აიძულებს დღევანდელ ხელისუფლებას, რომლის სათავეშიც სწორედ ბიძინა ივანიშვილი მოიაზრება.

 

კიდევ ვიმეორებ: თუ სახელმწიფოს ინტერესები ითხოვს, კიდევ ერთი შანსი მივცეთ „ქართულ ოცნებას“ „გამოსწორებისთვის“, თუმცა, ეს უნდა იყოს ბოლო გაფრთხილება, რომლის იქით გადასადგმელი ნაბიჯები ისევ საზოგადოებამ უნდა მოიფიქროს, ანუ, თვითონ დაასრულოს კოჰაბიტაცია და ახალი პოლიტიკური ძალების მოყვანას შეუწოს ხელი.

 

მე არასდროს მიფიქრია, რომ ვინც ხელისუფლებაშია, ყველა ქვეყნის მოღალატეა, მაგრამ, ეტყობა ხელისუფლებაში ყოფნა იმდენად გამაბრუებელია, საკუთარი კეთილდღეობა უზნეო ადამიანს ყველაფერს (მათ შორის ქვეყანასაც) ავიწყებს.

 

სწორედ ამისთვისაა საჭირო სამოქალაქო, ხელისუფლების ქმედებების მაკონტროლებელი საზოგადოება, რომლის ჩანასახიც არ არის ჯერ საქართველოში.

 

იქნებ დღევანდელმა მდგომარეობამ მაინც დაგვაფიქროს!!!

 


უკან დაბრუნება