ივერიონი / ჩასაძირად განწირული გემიდან, პირველები, ვირთხები გარბიან!

ჩასაძირად განწირული გემიდან, პირველები, ვირთხები გარბიან!

გუშინ შუადღისას, მესენჯერით შემატყობინეს, რომ:

 

ამერიკული „კონტი ჯგუფი“ ანაკლიის პორტის პროექტიდან გავიდა.

 

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა დაუდასტურა.“

 

 

სანამ უსაშველო ვაივიშს ატეხდნენ ოპოზიციის და სამთავრობო პროვოკატორები - „უი, ეს რა დაგვმართნიაო!..“ 

 

მათ საყურადღებოდ ვაცხადებ:

 

ჩემთვის ეს ამბავი მოულოდნელი (მითუმეტეს, სენსაცია და გადასარევი) არ ყოფილა!

 

მე უფრო ის მიკვირდა, - აქამდე რომ არ გადადგა ეს ნაბიჯი ამერიკელმა კურტ კონტიმ!

 

მაგრამ, არც ის იყო გაუგებარი, რატომ აგვიანებდა:

 

- კაცი, რომელიც 2014 წლის 27 ოქტომბრიდან (ხაზარაძე-კონტის ერთობლივი კომპანიის დარეგისტრირების თარიღი საჯარო რეესტრში) დღემდე ბლეფს თამაშობდა კვირიკაშვილ-ქუმსიშვილ-ხაზრაძესთან ერთად და მათთან ერთად დაღუპა ქართული ეკონომიკის გადარჩენის ერთადერთი რეალური პროექტი „ანაკლია პორტი“, ბოლო წუთამდე ელოდა, - იქნებ კიდევ იყო შანსი, რამე სარფისთვის გამოეკრა ხელი!

 

სამწუხაროდ, სახელმწიფოს ხელისუფალთა მხრიდან, ქვეყნისადმი მსგავსი ღალატის შეწყნარებამ კერძო სტრუქტურების მიმართ, შემდეგ დასკვნამდე მიმიყვანა:

 

- 10-12 მილიარდიან, ქვეყნის ეკონომიკური კოლაფსიდან გამოსვლის ერთადერთ პროექტს კარგავს მხოლოდ ის ქვეყანა, რომელსაც იდიოტები მართავენ, ხელისუფლებაში მოსასვლელად კი შეურაცხადები იბრძვიან!

 

მეორე დღეა, ჩემთან ტელეფონის ზარები არ წყდება, ყველა ერთი და იგივეს მეკითხება:

 

- რა ხდება ანაკლიაში?

 

- რატომ დატოვა „კონტი ჯგუფმა“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“?

 

ვისაც ჩემი სტატიები წაუკითხავს „ანაკლია პორტზე“, მათთვის ახალი არაფერი მომხდარა:

 

- უფულო ამერიკელმა თაღლითმა, როცა საბოლოოდ გადაეწურა ფულის შოვნის იმედი ქართველ თაღლით ხაზარაძესთან ერთად და შეატყო, ფული კი არა, გამოუვალ შარში შეიძლება გაეხვეს, თავს უშველა!

 

როგორც იტყვიან, - როცა გემი იძირება, პირველები, ვირთხები გარბიან!

 

ჩემთვის არ არის გასაკვირი, -  ქართველ ვირთხას, რომ ამერიკელმა ვირთხამ გაასწრო!

 

მკითხველს ვთხოვ, ყოველ ჩემს სიტყვას სრული სერიოზულობით მოეკიდოს. აქ, მარტო ადამიანებად წოდებული ვირთხების გაქცევა-გამოქცევასთან არ გვაქვს საქმე, - ამ ვირთხებმა საქართველოს ათასწლეულის პროექტი დააკარგვინეს, რომელიც სანდო ხელში მოხვედრის შემთხვევაში, მანამ იარსებებდა და ქვეყნის და მისი მოსახლეობის სასარგებლოდ იმუშავებდა, სანამ მსოფლიო გლობალიზაციის მზაკვრული გეგმა, საბოლოოდ გაანადგურებდა კაცობრიობას!

 

გასულ, 9 ივნისს, „საერთო გაზეთში“ გამოვაქვეყნე სტატია სათაურით:

 

„სამი აფერისტის ხელში ჩაძირული ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი!“

 

სადაც, კიდევ ერთხელ ვამხილე, ქართველი სამთავრობო და საბანკო აფერისტების ტრიო - „კვირიკაშვილ-ქუმსიშვილ-ხაზარაძე“. 

 

როგორც დღეს გახდა ცნობილი, მათ ოფიციალურად გამოაკლდა ამერიკელი თაღლითი და აფერისტი, კურტ კონტი, რომელიც, 2016 წლის 5 თებერვალს, „ანაკლია პორტის“ ტენდერის გამარჯვებულად გამოცხადებისას, საქართველოს მოსახლეობას, ამერიკელ ინვესტორად შემოასაღეს!

 

ყველაზე უკეთ, ამერიკელმა კურტ კონტიმ იცოდა, რომ, მას, - არათუ რამდენიმე მილიარდიანი პროექტის, მდინარე თიქორზე გასადები ბოგირის ფული არ ჰქონდა, მაგრამ იგი ქართველ სახელმწიფო და საბანკო თაღლითებს დათანხმდა, ა მ ე რ ი კ ე ლ ი ს  ა ბ ლ ა ბ უ დ ა შ ი გაეხვია საქართველოს მთავრობა და მისი მოსახლეობა და 2014 წლიდან, ხაზარაძის კონსორციუმის ამერიკელი ცრუ ინვესტორის როლი ითამაშა!

 

- რატომ და სად ხდება ასეთი ამბავი?

 

იკითხავს ქვეყნის ბედით დაინტერესებული მკითხველი!

 

სანამ ამ თემას გავაანალიზებდე და დაწვრილებით მოვუთხრობდე მკითხველს, კიდევ ერთხელ, მოკლედ ვუპასუხებ მას:

 

რამდენიმე მილიარდად ღირებული პროექტის, სამთავრობო და საბანკო თაღლითების მიერ გაფუჭება-განადგურება ხდება იმ ქვეყანაში, რომელსაც ი დ ი ო ტ ე ბ ი  მ ა რ თ ა ვ ე ნ, ხოლო, შ ე უ რ ა ც ხ ა დ ე ბ ი ხელისუფლებაში მოსასვლელად იბრძვიან!

 

ყურადღებას ნუ მიაქცევთ ასევე, ოპოზიციის მიერ მოსყიდულ ე.წ. „ექსპერტებს“ ამერიკელი თაღლითის, ანაკლიის პროექტიდან გასვლას, ამერიკელი ინვესტორების დაშინებად რომ წარმოაჩენენ, მაშინ, როცა, ნამდვილმა ამერიკელმა ინვესტორმა, ჩვენზე უკეთ იცის რას წარმოადგენს ე.წ. „კონტი ჯგუფი“ და რისი შემძლეა იგი!

 

სიტყვამ მოიტანა და უნდა ვთქვა - ქვეყანაში არცერთი საქმის „ექსპერტი“ არ არსებობს, ამად იწოდებიან ის ნაძირალები, რომლებიც ყველაფერს მოაწერენ ხელს, ფულს თუ გადაუხდიან!

 

ყოველ შემთხვევაში, - „ანაკლია პორტთან“ დაკავშირებულ პრობლემებთან მიმართებაში, მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებები, პირდაპირი დადასტურებაა იმისა, რომ კონკრეტულ საქმეზე საუბრობენ ადამიანები, რომლებსაც არასოდეს ამ საქმესთან ურთიერთობა არ ჰქონიათ!

 

ვისაც მართლა გაინტერესებთ, რა ხდება ანაკლიაში, როგორც ზემოთ ვახსენე, მოიძიეთ ჩემს ფეისგვერდზე სტატია სათაურით:

 

„სამი აფერისტის ხელში ჩაძირული ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი!“

 

https://www.facebook.com/david.kobalia.7

 

ვისაც მეტი გინდათ გაიგოთ, ნახეთ PKTV-ის მიერ მომზადებული ვრცელი ტელეგადაცემა:

 

„ვინ და რა მიზნით ჩაშალა ანაკლიის პორტის რეალური საუკუნის პროექტი? დავით ქობალიას ჟურნალისტური გამოძიება ექსკლუზიურად PKTV-სთვის . გადაცემა 4 ბლოკად., "ქორონიკონში".“

 

http://pktv.ge/index.php…

 

და ბოლოს, სანამ ვრცელ სტატიას შემოგთავაზებდეთ „ანაკლია პორტზე“ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე, შემომეხმიანეთ ისინი, ვისაც საქართველო მხოლოდ ღამისსათევ და გადამთიელთა სათარეშოდ განწირულ ადგილად არ მიგაჩნიათ!

 

პარტიული ინტერესების გამომხატველ, ან საჭორაოდ მოცლილთა კომენტარებს არ მივიღებ, მაშინვე დავბლოკავ!

 

P.S. სტატიის დამთავრებას ვერ ვასწრებ, იმდენი ახალი ინფორმაციები შემოდის „ანაკლია პოტზე.“ ამჯერად აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ქალბატონი ელიზაბედ რუდი გააქტიურდა ამ მიმართულებით (იხ. ლინკი https://www.facebook.com/AnakliaPort/photos/a.153753148365921/606204343120797/?type=3&theater). ბუნებრივია, მაღალი დონის დპლომატს უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ.

 

ის, რომ ე.წ. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ახლახანს გასული, ამერიკელი კურტ კონტი, ხაზარაძისნაირი თაღლითია და მას არსად და არასოდეს ინვესტიცია არ განუხორციელებია, უბრალო მიზეზის გამო - მას არასოდეს ჰქონია საამისო ფული, ეს თუ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ქალბატონმა ელიზაბედ რუდმა არ იცის, - ცუდადაა მისი საქმე!

 

თუ იცის და გვიმალავს, მაშინ, - ჩვენი საქმეა ცუდად!

 

მოვუსმინოთ ქალბატონი რუდის განცხადებას:

 

„ანაკლიის პორტი აძლიერებს საქართველოს, როგორც სავაჭრო-სატრანსპორტო ჰაბის პოტენციალის გამოყენებას. გვჯერა, რომ ეს პროექტი უნდა შესრულდეს ამერიკული ინვესტიციით, რადგან მას შეუძლია იყოს ეკონომიკის სფეროში საქართველოსა და აშშ-ს შორის ძალიან ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილი”.

 

„ანაკლია პორტმა“ მაშინ დაკარგა თავისი უნიკალური „სავაჭრო-სატრანსპორტო ჰაბის პოტენციალი“, როცა აშშ-მა განაცხადა, - ამ პროექტში გამორიცხულია, როგორც რუსეთის, ასევე ჩინეთის მონაწილეობაო! 

 

რუსეთი გასაგებია!

 

მაგრამ, „ახალი აბრეშუმის გზის“ უმნიშვნელოვანესი ნაწილის (2019 წლამდე ასე იყო ყველგან ნახსენები) „ანაკლია პორტის“ პროექტიდან ჩინელების გამორიცხვა, რომლებიც „ანაკლია პორტის“ ტენდერის გამარჯვებულის გამოცხადებამდე (საბანკო და სახელმწიფო ინსტიტუტების წერილობითი დასაბუთებით) დაფინანსების, აშენების და მისი წარმატებული მუშაობის გარანტიას იძლეოდნენ, როგორ უნდა ავხსნათ, საქართველოს მოსახლეობამ, ასეთი ინვესტორის პროექტიდან გაგდება?!

 

აშშ, რომელსაც დღეღამეში ორი ჩემოდანი ტვირთი არ ექნება პორტის არცერთ მხარეს გასაგზავნი, რატომ და ვისთვის აშენებს მას?

 

სხვა საქმეა აშშ-ს სამხედრო საზღვაო ბაზის მშენებლობა, რომელიც, სამწუხაროდ (იქნებ საბედნიეროდ?), იმდენად „გაბაზრდა“ ნაკლებად მოსალოდნელია, ღიად და დაუფარავად „საქართველოს უპირველესმა პარტნიორმა“ მასში ფული ჩადოს!

 

თუ ეს ასეა, ბუნებრივია, სხვა გზა უნდა მოიძიოს აშშ-მა ბოლო ვარიანტის განსახორციელებლად!

 

დაფიქრდით, ამიტომაც ხომ არ ამყოფებს გაუგონარი წნეხის ქვეშ ე.წ. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ საქართველოს მთავრობას?

 

ცალსახად ცხადია, - ე.წ. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ამას მარტო ვერ შეიძლებდა და ვერ გაუბედავდა ქვეყნის მთავრობას, პროექტის გასაგრძელებლად მოეთხოვა საბანკო და ტვირთების გარანტიები, რაც მას ტენდერში მონაწილეობის სურვილისთანავე უნდა წარედგინა სატენდერო კომისიისთვის!!

 

- ვინ დგას მის უკან, ვინ აგულიანებს მას?

 

- გამორიცხულია, ეს რუსეთი ან ჩინეთი იყოს!

 

- მაშ, ვინ დარჩა?

 

მე და თქვენ არ ვიცით ჩემო მკითხველო. ჭორაობას ჩვენ ვერ ვიკადრებთ!

 

ერთადერთი გზა გვრჩება, ვკითხოთ - საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ქალბატონ ელიზაბეტ რუდს:

 

ვისი ზურგით ატერორებს საქართველოს მთავრობას ე.წ. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ რომელმაც (სამი წელი მიილია „ანაკლია პორტის“ მშენებლობის საერთაშორისო ტენდერის მოგებიდან), დღემდე ტენდერით დადგენილი ვერცერთი პირობა ვერ შეასრულა, არცერთი თეთრი ჯარიმა არ გადაუხდია სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების პირგასამტეხლო და რომ იტყვიან, იმდენა უტიფრად იქცევა - კედელთან აყენებს საქართველოს მთავრობას: ფული მოიტა, თორემ (ხმები დადის აშშ-თან) გიჩივლებო!

 

იმედი ვიქონიოთ, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ქ-ნი ელიზაბეტ რუდი, მისი წინამორბედების მსგავსად, მრუდ პასუხს არ გაგვცემს და სიმართლეს გვეტყვის!

 

დავით ქობალია

 

 

19-08-2019, 12:09
უკან დაბრუნება