ივერიონი / დემურ გიორხელიძე: დააკვირდით ტარიფების უცვლელობას და მიხვდებით, ვინ ლობირებს მას!

დემურ გიორხელიძე: დააკვირდით ტარიფების უცვლელობას და მიხვდებით, ვინ ლობირებს მას!

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ტარიფების საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და  facebook-ის საკუთარ გვერდზე მისი მოსაზრებაც გამოაქვეყნა.

 

„ტარიფებზე როცა საუბრობს ძველი თუ ახალი სახელისუფლებო მედია, - კეთილი ინებეთ, სტუდიაში დაფა დაკიდეთ, ცარციც მიაყოლეთ და მიგვიწვიეთ... 15 წუთში ჩამოგიწერთ ღია თუ ფარულ - ხალხის ხარჯზე აღებულ გაუმართლებელ ვალდებულებებს და ტარიფსაც მიმატება-გამოკლების ელემენტარული ოპერაციებით გიანგარიშებთ!

 

საახელისუფლებო (ძველი თუ ახალი) მედია თუ ბოლშევიკურ პროპაგანდისტულ მეთოდებს არ გამოიყენებს, კარგი იქნება - თუ გამოიყენებს, ხალხი უკვე სხვაა და საკადრის პასუხსაც მიიღებთ!“

 

 „ივერიონის“  კითხვაზე, რას ემყარება ტარიფების დადგენის თქვენეული ხედვა და როგორ შეაფასებდით პრემიერ-მინისტრის განცხადებს აღნიშნულთან დაკავშირებით?

ანალიტიკოსი პასუხობს:  „ჩვენი მოსაზრება ტარიფებზე ემყარება გაანგარიშებებს და სხვას არაფერს... პრემიერმა, ვფიქრობ იმ ადამიანების ინფორმაცია გაახმოვანა, რომლებიც დაინტერესებული არიან ტარიფის უცვლელობით, რადგან წინა ხელისუფლებას ხალხის ძარცვის შესანიშნავი მექანიზმი ჰქონდა აწყობილი და გაზზე და ელეენერგიაზე ტარიფებიც ამ ძარცვის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი იყო... ტარიფების საკითხი, - უპირველესად პოლიტიკის საკითხია და არა ეკონომიკისა და ფინანსების. ეს საკითხი ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის პოლიტიკური მსოფლმხედველობისა და პოლიტიკური  ფილოსოფიის საკითხია... ხალხიდან ამოქაჩულ დიდ ფულს ახალ ხელისუფლებაშიც უჩნდება, მგონი, მსურველები შენარჩუნებისა. მთავარია, პრემიერ-მინისტრი მათი გავლენის ქვეს არ მოექცეს და საღი და გონიერი პოლიტიკა გაატაროს“.

 

კითხვაზე, ვინ ლობირებს ტარიფების დადგენის სისტემას, გიორხელიძე პასუხობს; „ამის იდენტიფიცირება არ არის ძნელი, - დააკვირდით, ვინ იცავს ტარიფების უცვლელობას და მიხვდებით. ამის იდენტიფიცირება თავისუფალი მედიის საქმეა. მე პოლიტიკას რაც შეხება,მცდელობას არ ვაკლებ... ჩემთვის პოლიტიკა უზნეოდ ვიღაცის გვარების საჯაროდ წამოყვირება და თითის გაშვერა არააა, - მე ისედაც უამრავ შეფასებებს ვაკეთებ სხვა სიბრტყეში... საკმარისად ცხადს“.

 

ვალერი ვახანია

 

25-11-2012, 17:16
უკან დაბრუნება