ივერიონი / ვახტანგ დავითაია: თითქოს ირეალურ სამყაროში ვცხოვრობ

ვახტანგ დავითაია: თითქოს ირეალურ სამყაროში ვცხოვრობ

 

 

არაპოლიტიკოსის დაულაგებელი ფიქრები და კითხვები

 

       

ისეთ შეგრძნება მაქვს თითქოს ირეალურ სამყაროში ვცხოვრობ, ვესწრები აბსურდის თეატრს, ვუსმენ მგრძნებარე „გულწრფელ“ ტყუილებს, ვუყურებ სიცრუის, ვერაგობის, სისასტიკის, ფარისევლობის, უმადურების სპექტაკლს.

 

ჩემი დაკვირვებით, არჩევნების შედეგებს ლიდერები განსაზღვრავენ და არა პროგრამები, ლიდერების წარსული, საქმეები, სანდოობა, ქარიზმა. „ოცნებას“ გაუმართლა 2012 და 2016 წლებში ივანიშვილით, 2020 წელს ივანიშვილი-გახარიას ტონდემით, საკმაოდ ენერგიულ გუნდთან ერთად. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს მომქმედ ხელისუფლებას მეტი მომდურავი და იმედგაცრუებული ამომრჩეველი ჰყავს (თუნდაც ტრამპის მაგალითი). „ოცნების“ 47%-ზე მეტი ძალიან კარგი შედეგია.

 

გამაკვირვა და დამაფიქრა „ნაცების“ და „გირჩის“ სოლიდურმა შედეგმა.

 

 „ლელოს“, თითქმის მეტი უნდა მიეღო, მაგრამ, ეტყობა, ლიდერებისადმი ნდობა ნაკლებია.

 

 ნაირ ბოროტებად წარმოადგინეს. „ოცნების“ გარეშე „პატრიოტებს“ წინა არჩევნებზე წარმატება ვერ ექნებოდა.

 

 თითქოს „აღმაშენებელს“ მეტი ხმები უნდა მიეღო, მაგრამ ვაშაძე, თავისი მიმწოლი ქცევით, აქტივობით და დაუფარავი სურვილით პრემიერმინისტრობაზე, გარკვეულ ასოციაციებს იწვევდა სააკაშვილთან. თაკო ჩარკვიანის რადიკალიზმმაც უარყოფითი როლი ითამაშა.

 

 ქალბატონი ბურჯანაძის გამოჩენამ შალვას ფანჩატურში ყველაფერი ყირაზე დააყენა, რადიკალურად შეცვალა საზოგადოებრივი აზრი, გააცამტვერა მისი სოლიდური პოლიტიკოსის იმიჯი.

 

 ლეიბორისტებმა მოსალოდნელზე მეტი მიიღეს.

 

 8 ნოემბრის აქციამ, რომელიც ყავასგასმული, არაეფექტური, გუშინდელი დღეა, მაფიქრებინა რომ ოპოზიციას წარმოდგენა არა აქვს რა მხარდაჭერა აქვს „ოცნებას“ - ივანიშვილ-გახარიას. ის გაცილებით შთამბეჭდავია, ვინემ მათ მიერ მიღებული ხმები. ხომ არ იქნება მიზანშეწონილი, „ოცნებამ“, თუნდაც ერთხელ, თუნდაც 20 წუთით, უხმოს თავის მხარდამჭერებს, შეიკრიბონ სადმე დიდ ველზე, იპოდრომზე, ან თბილისის ზღვაზე და ყოველგვარი მგზნებარე მოწოდებების გარეშე მოახდინონ რეალობის დემონსტრაცია. არც ერთი კაცი რეგიონებიდან. რეგიონებმა თავად მოაწყონ ასეთი „დათვალიერება“.

 

 8 ნოემბერმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა ოპოზიციის მიზნები. ისინი ყველაფერს წვავენ მიზნის გზაზე, ფეხებზე იკიდებენ რეალობას. თუ ქმედება, აქტი, ერთ შემთხვევაში, გამართლებულია, იგივე ქმედება სხვა დროს, შეიძლება დანაშაული იყოს. მიტინგობანა, ეს გაკოტრებული, უაზრო აქცია, მძვინვარე ეპიდემიისა და მსოფლიო ეკონომიკური კოლაფსის პირობებში, დანაშაულია ერის და ქვეყნის წინაშე.

 

 პარლამენტის მებოიკოტე დეპუტატებზე, რა თქმა უნდა, ხელფასები არ უნდა გაიცეს. დეპუტატს არა თუ სისტემურ არდასწრებაზე, არამედ არასაპატიო გაცდენაზეც უნდა დაექვითოს ხელფასი.

 

 ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსება სრული აბსურდია. პარტიები, რომლებიც საკუთარ თავს ვერ ირჩენენ, არავის ჭირდება. მათდამი ინტერესი ნულოვანია. მათი დაფინანსება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებაა  და ხელს უწყობს ხიპუჭ-ხაპუჭა, ვითომ პარტიების ეპიდემიას. ეს თანხა უნდა გადამისამართდეს ავადმყოფებზე, ინვალიდებზე, მოხუცთა და ბავშვთა სახლებზე, პენსიონერებზე.

 

 პარტიების ბოიკოტმა მაფიქრებინა: თუ მათ გარეშე პარლამენტს შეუძლია წარმატებით შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები, ხომ არ არის ეს ზუსტი მინიშნება იმაზე, რომ 2024 წლის არჩევნებზე დეპუტატების რაოდენობა განისაზღვროს 90-100-ით? მით უმეტეს ეს არჩევნები პროპორციული წესით ტარდება.

 

 გასაგებია, სააკაშვილის ტელევიზიები დიდ დროს რომ უთმობენ პატრონს, მაგრამ სხვა ტელევიზიების ეკრანებზე, თუნდაც უარყოფით კონტექსტში, რატომაა ის განფენილი ასე ხშირად. ჩაატარეთ მარტივი გამოკითხვა, საზოგადოების რამდენ პროცენტს სიამოვნებს მისი, თუნდაც ეკრანიდან ნახვა.

 

 ძალიან მაინტერესსებს, ოცნებიდან ხმაურით გასული, გაბუტული დეპუტატებიდან, რამდენი დააბრუნა ხალხმა პარლამენტში. ისინი ხომ ამ მაღალ პიედესტალზე „ოცნებამ“ შემოსვა და არა მათმა დამსახურებამ.

 

 აღტაცებული ვარ ჩვენი პოლიციელების ვაჟკაცობით, მოთმინებით, პროფესიულობით. მათი უმრავლესობა ხომ ყმაწვილია, რამდენ შეურაცყოფას იტანენ. ხომ შეიძლება რომელიმეს ნერვებმა უმტყუნოს და ულვაშები მოაგლიჯოს ზოგიერთებს.

 

 ბატონი ბიძინა უნიჭიერესი და განუსაზღვრელი ენერგიის კაცია, მაგრამ მაინც ადამიანია, რომელსაც შესაძლებლობების საზღვარი აქვს. როგორ შეიძლება, ერთი კაცი გაწვდის ყველაფერს - აშენოს ქვეყანა, უნივერსიტეტები, აღადგინოს ისტორიული ძეგლები, თეატრები, ქალაქები, განკურნოს ავადმყოფები. იმავდროულად გააყალბოს ხოშტარიას და მელიას ხმები, ნანუკა ჟორჟოლიანს „აახიოს თავისი ოლქი და ძმაკაცს აჩუქოს“, შეუკვეთოს მისთვის სასურველი ამინდი, ყველაფერ ამასთან, იყოს რუსეთის აგენტი. 

 

თქვენ, ბატონო ბიძინა, არა მხოლოდ უსაზღვრო ენერგია გაქვთ, არამედ ფოლადის ნერვებიც. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!

 

 მაქვს სრულიად ლეგიტიმური კითხვა. ქუჯი-ფარნავაზის, ჭყონდიდელის, ქეთევან წამებულის, ერეკლეს, ფიროსმანის, ილიას, აკაკის, ბარათაშვილის, კონსტანტინეს, გალაქტიონის, ლეონიოძის, ანას, ჭაბუას, ექვთიმე თაყაიშვილის, იოსებ ჟორდანიას, გრიგოლ ფერაძის, გუდიაშვილის, ამაშუკელის, ბერძენიშვილის, მუსხელიშვილის, ვეკუას, ჭაბუკიანის, ხორავას, ვასაძის, ზაქარიაძის, ნატოს და ვერიკოს, ნონა გაფრინდაშვილის, მღვდელი თევდორეს და ილია II-ს საქართველოში, აქვთ თუ არა მორალური უფლება იმ ადამიანებს, რომელთა სრული სახე და ინტელექტი 8 ნოემბერს ვიხილეთ, ილაპარაკონ ქართველი ერის სახელით, განსაზღვრონ ქვეყნის ბედი. ვინ არიან, რა გააკეთეს, რა დახატეს, რა დაწერეს, რა აღმოაჩინეს, ვინ განკურნეს, რომელ მათგანს იცნობს მსოფლიო. მათ შორის ხომ არა ერთი კრიმინალური წარსულის, პროფესიონალი კარიერისტი და ნაციხარია. მოუხმობ ჭაბუას, „ფრთხილად ქართველებო“. ძალაუფლების მაძიებელ ადამიანებზე გაცილებით საშიშია ძალაუფლება დაკარგული ადამიანები.

 

 მაქვს კითხვა თბილისის მერთან. ბატონო კახი, თქვენ იცავთ საზოგადოების მცირე ნაწილის „თავისუფლების უფლებას“ საზოგადოების უდიდესი ნაწილის ხარჯზე. არ შეიძლება ნებართვის გაცემა მიტინგებზე, შეკრებებზე დედაქალაქის ცენტრალურ მაგისტრალებზე, სამთავრობო რეზიდენციებთან, რამდენიმე საათით ქალაქის მაცოცხლებელი არტერიის გადაკეტვა. თბილისელთა მნიშვნელოვან ნაწილს ექმნება დისკომფორტი, სასწრაფო დახმარებას და სახანძრო სამსახურებს პრობლემები უმძიმესი შედეგებით. მათთვის ხომ ყოველი წუთი სიცოცხლის გადარჩენაა. გინახიათ როდესმე მიტინგი მავზოლეუმთან, ვერსალის სასახლესთან, ინგლისის დედოფლის რეზიდენციას მაღალი ღობე იცავს. დროა მორჩეს კეკლუცი დემოკრატიასთან. რატომ ვართ რომის პაპზე უფრო დიდი კათოლიკი. 

მიტინგებისთვის უნდა გამოიყოს ადგილი ქალაქგარეთ, კეთილმოეწყოს აუცილებელი ინფრასტრუქტურით.

 

 მეორე  კითხვა ბატონ კახის. რამდენადაც ვიცი, მერიამ 8 ნოემბრის მიტინგზე ნებართვა გასცა 20ºº საათამდე. რატომ არ გამორთეს საღამოს 20ºº საათზე გახმოვანების სისტემა? ეს ხომ კანონიერი იქნებოდა.

 

 თქვენ, პოლიტიკოსები, პოზიცია-ოპოზიცია, საქართველოს მოსახლეობის, ალბათ 1-2 პროცენტი ხართ. დანარჩენი საქართველოს სიჩუმე არ ნიშნავს გულგრილობას სამშობლოს ბედზე. სიჩუმესაც აქვს მოთმინების საზღვარი.

 

ვახტანგ დავითაია, მოქალაქე

10.XI.2020 წ.

 

P.S. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მე ვაზროვნებ სახეებით. შემიძლია ტექსტის, ამბავის კადრირება - წარმოსახვა. აი, წარმოვიდგინე, მთავრობის სხდომის მრგვალი (თუ ოვალური) მაგიდა. პრემიერ გახარიას სავარძელში ზის გუბაზი, ან შალვა, ან ბოკერია, ან სულაც მელია. მარჯვნივ თეა ცქიტიშვილის ადგილზე ხათუნა გოგორიშვილი, მარცხნივ, თეა წულუკიანის ნაცვლად სალომე სამადაშვილი, ან ხოშტარია, ან სულაც ირმა ნადირაშვილი, რატომაც არა; გავყევი რიგს - განათლებას, კულტურას, სპორტს, კარგად გაართმევს „გირჩი“ - ზურაბ ჯაფარიძე, თავდაცვას - ჭანკოტაძე, საგარეო საქმეებს უნდა დაუბრუნდეს გრიგოლ ვაშაძე...

       აუ, კიდევ რამდენი კაცი მყავს მოსაწყობი.

        შევხედე ამ მაგიდას და ...

 

ვ. დ. 

 

 

 

12-11-2020, 11:25
უკან დაბრუნება