ივერიონი / ვინ არიან დღეს ყველაზე საშიშნი?

ვინ არიან დღეს ყველაზე საშიშნი?

გლობალისტები და ანტიქრისტეს მოციქულები, რომლებსაც სამყაროს ამოტრიალება და კაცობრიობის ამოჟლეტა  სურთ -  იტყვიან ერთნი.

 

კომფორტზე დახარბებული, ეშმაკის სამსახურში ჩამდგარი საკუთარი ხელისუფლება, გააგრძელებენ სხვები...

არა, არა, შეგეშალათ...

 

სინამდვილეში, არც ერთია და არც მეორე - ისინი მხოლოდ დამგეგმავი და მათი ხელშემწყობნი (ყურმოჭრილი მონები) არია!

 

მთავარი საფრთხე შემსრულებლებშია, ვინც უშუალოდ ცრუ პროპაგანდას ეწევა მოსახლეობაში და  მისდა უნებურად ან საკუთარი ნებით, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩაფიქრებულ ავანტიურაშია ჩართული.

 

ბუებრივია, აქ ექიმები, ანუ, თეთრხალათიანები იგულისხმებიიან, რომელთაც დღეს უმძიმესი მისია დაეკისრათ (ან თავად დაიკისრეს)!

 

არ არის გამორიცხული (თუმცა, ამის სიმპტომები უკვე სახეზეა) ამ თვალსაზრისით მეორე „საპატიო ადგილი“ დაიკავონ პოლიციელებმა, რომელთაც სადამსჯელო (იძულებითი) ფუნქცია დაეკისრებათ.

 

დიახ, თუ ადრე ისინი ჩვენი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე იდგნენ, დღეს ყველაზე დიდ საშიშროებას უქმნიან საზოგადოებას!!!

 

ბუნებრივია, თეთრხალათიანში მოქმედი ყველა ექიმი არ იგულისხმება - ძირითადად ის კატეგორია  მყავს მხედველობაში,  ვინც კოვიდისტერიას უწყობს   ხელს და საკუთარი ქმედებით   ანტიადამიანური დავალების შემსრულებლად გვევლინება!

 

არა მარტო „მუშკეტერები“იგულისხმებიან, არამედ, ყველა ისინი, ვინც მასობრივი ვაქცინირებისკენ მოუწოდებს საზოგადოებას და ხელოვნურად ზრდის ინფიცირებულთა რაოდენობას, რომ ხალხი დააშინონ, ხელი შეუწყონ სახლებში გამოკეტვას (სრულ ლოკდაუნს), გლობალისტებს კი  დასახული მიზნის მიღწევა გაუადვილონ!

 

ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ დღეს ადამიანებს ყველაზე მეტად უნდა ეშინოდეთ მათი, ვისიც ადრე ყველაზე მეტად ეიმედებოდათ!

 

ერთი სიტყვით, სამყაროში ყველაზე ჰუმანური პროფესია ყველაზე საშიშ პროფესიად იქცა, რამაც თეთრხალათიანების მიმართ უნდობლობასაც შეუწყო ხელი.

 

ყველაზე შემზარავია ცრუ პროპაგანდაში მათი გამოყენება და მათივე  მხრიდან საჯარო ვაქცინაციის  დემონსტრირება, რომელიც მიმართულია საზოგადოების დასაზომბირებლად.

 

ერთი სიტყვით, დღეს ექიმები (განსაკუთრებით, ვინც ჩართულია კოვიდისტერიის პროცესში) ყველაზე მძლავრი იარაღია ანტიქრისტეს მოციქულთა ხელში კაცობრიობის გამოსათაყვანებლად და შესათხელებლად!

 

რაც შეეხება პოლიციას, რომელიც დღემდე ჩვენი ფიზიკური სიმშვიდის სიმბოლოდ ითვლებოდა, ხვალ (უკვე დღესაც  არის ამის წინაპირობები) სასტიკ სადამსჯელო ინსტიტუციად მოგვევლინება, თუ წინაღობად  ხალხის ერთობა არ დახვდება და რაც მთავარია, ისინი ვერ გააცნობიერებენ, რომ უკანონო დავალების შესრულებითა და ხალხის გვამებზე გადავლით,  თავად გამოიწერენ  ჯოჯოხეთში „საგზურს“!

 

ეს არ არის ფანტაზია, ეს უკვე რეალობაა - ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ დღეს  სიცოცხლისა და სიმშვიდის დამცველნი,  ხვალ  კაცობრიობის „ყასბებად“ მოგვევლინონ!!!

 

ამიტომაც, მე როგორც რიგითი ქართველი, მივმართავ ქართველ ექიმებსა და პოლიციელებს:

 

ძვირფასებო:

 

თქვენ ადამიანთა სიცოცხლის გახანგრძლივება და მათი ფიზიკური და სულიერი  სიმშვიდის უსაფრთხოებაზე ზრუნვა დაგაკისრათ განგებამ.

 

დღეს, როგორც არასდროს, ცდილობენ გაქციონ უკანონო დავალებების უპირობო შემსრულებლებად, რომელსაც შედეგად საზოგადოების გენოციდი მოჰყვება.

 

ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ დავალების „ყოჩაღად“ შესრულებისთვის ზედმიწევნით დაგაჯილდოებენ და უწყინარ მომავალს შეიქმნით, ან,  თუნდაც ფიზიკურად გადარჩებით - თუ გონზე ვერ მოხვალთ და კაცობრიობის მტრების იარაღად იქცევით, აქაც და „იქაც“ ულმობელი სასჯელი არ აგცდებათ!

 

ღმერთი ყველას თავისი დამსახურებისდა მიხედვით განსჯის!

 

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი

 

 

15-04-2021, 13:56
უკან დაბრუნება