ივერიონი / ცნობილი ბარიტონის წარმატების საიდუმლო - ეს ქართული სულია

ცნობილი ბარიტონის წარმატების საიდუმლო - ეს ქართული სულია

მსოფლიო დონის ბარიტონის ცხოვრება და შემოქმედება იმდენად დატვირთულია, ჩვეულებრივი ადამიანისთვის წარმოუდგენელიც კია, როგორ შეიძლება მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე აკეთო საქვეყნო საქმე, საკუთარი გონებისა და დაუზარელი  ფიზიკური შრომის სანაცვლოდ მიაღწიო წარმატებას და სტიმული იყოს ის გეზი, რომელიც სწორადაა შერჩეული და გამოცდილი. 

 

დავით ღვინიანიძე და მისი ათასობით გულშემატკივარი სულ მალე იზეიმებს "დავით ღვინიანიძის სახელობის ხელოვნებისა და  სიმღერის ცენტრის" გახსნას ფილადელფიაში. დასკვნითი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. კეთილმოწყობილი დარბაზები და წალკოტად ქცეული ეზო მალე უმასპინძლებს მაყურებელს, მათ შორის, საქართველოდან ჩასულ საქმიან დელეგაციებს. 

 

ფოტოები, რომლებსაც აქ გთავაზობთ, გუშინაა გადაღებული. აქ თითქოს ელვის სისწრაფით იცვლება და ვითარდება ყველაფერი. მიზეზი კი ქართული სულია, რომელიც ამ უზარმაზარ ცენტრში იგრძნობა. 

 

ქართული კულტურის პოპულარიზაცია დავით ღვინიანიძის გეგმის ნაწილია. შემოდგომიდან მსოფლიოს ხალხთა გვერდით, ამ მშვენიერი კულტურული ცენტრის კედლებში,  სწორედ ქართული ხმებიც გაისმება.

 

 

 

 

 

 

 

 

31-08-2021, 20:55
უკან დაბრუნება