ივერიონი / მიშა, მოდის, მიშა, მოდის! ანუ, ვიფხიზლოთ, რომ „მშიერი მგლის“ ხახაში არ აღმოვჩნდეთ!!!

მიშა, მოდის, მიშა, მოდის! ანუ, ვიფხიზლოთ, რომ „მშიერი მგლის“ ხახაში არ აღმოვჩნდეთ!!!

თუ ჯანმოს, ზოგადად, იმ საშიშ ძალებს, რომლებიც კოვიდტერორით ცდილობენ სამყაროს ამოყირავებას და ახალი დღის წესრიგის შექმნას, სურთ მოსახლეობის  მასობრივი ვაქცინაცია,  აუცილებლად მიშა სააკაშვილი უნდა დააბრუნონ საქართველოში!

 

ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, როცა ინგა გრიგოლიას სახელდახელო ინტერვიუს ვუსმინე მიხეილ სააკაშვილთან.

 

მე არ ვიცი, რა მყარი გარანტიები მიიღო ამჯერად უკრაინას შეხიზნულმა ექსპრეზიდენტმა, არც ის ვიცი, ვისგან აქვს ნაბოძები  ეს გარანტიები, მაგრამ, ერთი რამ უდავოა - „მგელი“ მართლაც მოვა ან საერთოდ ისამარებს საკუთარ თავს ეს „მსოფლიო დონის“ პოლიტიკოსი!

 

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს სასაცილოდ არ ჰყოფნის ის ბრალდებები, რითაც იგი გაასამართლა ივანიშვილის სასამართლომ, მას მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში უნდა დააპატიმრონ!

 

ეტყობა, წინასწარ შეთანხმებულ თამაშთან გვაქვს საქმე, თორემ, ექსპრეზიდენტი ისეთი გულზვიადი არ არის, გარისკოს და ციხის კედლებისთვის გაიმეტოს თავი!

 

წინასწარ ძნელი სათქმელია, ვინ შემოაცილებს მას საქართველოს საზღვარზე - ევროპარლამენტარები თუ მის მიერ „გაწვრთნილი“ ემიგრანტები (როგორც თვითონ წამოცდა), ან, იქნებ ორივე ერთად, მაგრამ, ფაქტია, რომ სააკაშვილის მიერ საზღვრის გადაკვეთა (მითუმეტეს, ტრიუმფით), ორივე შემთხვევაში - დააპატიმრებენ,  თუ არ დააპატიმრებენ - ქვეყნისთვის დიდი თავის ტკივილი იქნება!

 

თუ წინასწარ დაგებულ მახეში შემოტყუებასთან არ გვაქვს საქმე, სააკაშვილის საქართველოში შემოსვლა აუცილებლად არევს სიტუაციას ქვეყანაში და არ გამოვრიცხავ,  სამოქალაქო დაპირისპირების ზღურბლზეც აღმოვჩნდეთ.

 

მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო ხანებში „ნაციონალები“ (არა მარტო „ნაციონალები“, მთელი ე.წ. ოპოზიცია) ვერ ახერხებენ საპროტესტო აქციებზე კრიტიკული მასის გამოყვანას, სააკაშვილის ფაქტორი სურათს  რადიკალურად შეცვლის - „ნაციონალების“ მიერ გაწვრთნილ „ბოევიკებზე“ რომ არაფერი ვთქვათ, მას დღესაც მხარს უჭერს საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც დაპირისპირების კერის აღმოცენებისთანავე შეიძლება გაიზარდოს კიდეც!

 

თუ სააკაშვილს დაპატიმრების საფრთხე შეექმნება, მას ზედმიწევნით ხელეწიფება მოირგოს ჩაგრულის ნიღაბი და ამით საპროტესტო მუხტი გააძლიეროს.

 

დაახლოებით იგივე სცენარი შეიძლება წარმოვიდგინოთ, თუ მას თავისუფლად შემოუშვებენ საზღვარზე და საშუალება მიეცემა თავადვე ჩაუდგეს საპროტესტო აქციებს, რომელიც ხელისუფლების დამხობის წინაპირობაც შეიძლება გახდეს!

 

სააკაშვილმა კარგად იცის, რომ იგი არჩევნების გზით ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში, თუნდაც საქართველოს მოქალაქეობა დაიბრუნოს და ლეგიტიმურად მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა.

 

მისი (სააკაშვილის) მუდმივი მტკიცება, რომ საქართველო ჩაძირვის პირასაა და მხოლოდ  მას შეუძლია  იხსნას იგი ამ განსაცდელისგან, კარგად შეფუთული ზრაპარია და მეტი არაფერი.

 

ერთადერთი, რაც მას ნამდვილად შეუძლია, ეს არის დიქტატურის დამყარება და ყველა იმ დირექტივების ოპერატიულად და ზედმიწევნით შესრულება, რომელსაც  მიიღებს ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში. ცალკე საუბრის თემაა არნახული შურისძიება მოწინააღმდეგეთა მიმართ, რომელიც ავტომატურად მოჰყვება სააკაშვილის რეჟიმის დაბრუნებას ხელისუფლებაში!

 

ისმება კითხვა: რატომ აპირებს ჩამოსვლას სააკაშვილი მაინცდამაინც თვითმმათველობის არჩევნების წინ? ეს ხომ არ არის საპარლამენტო არცჩნები, რომ ოპოზიციური ფლანგი შეკრას და მხარდამჭერთა არმია გაზარდოს?

 

კიდევ ვიმეორებ: რაც არ უნდა უკმაყოფილო იყოს საზოგადოების უმრავლესობა „ქართული ოცნების“ მიმართ, იგი  ხელს არ შეუწყობს „ნაციონალური “ რეჟიმის დაბრუნებას ხელისუფლებაში. ამდენად, რჩება ერთადერთი რევოლუციური გზა - ხელისუფლების დამხობა, რომლის შედეგების გააზრებაც კი შიშის მომგვრელია.

 

ვთქვათ პირდაპირ: თუ საერთაშორისო სტრუქტურები კატეგორიულად მოითხოვენ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისგან სააკაშვილის  შეწყალებას და მისთვის მოქალაქეობის დაბრუნებას, ეს ნიშნავს, რომ, უკაცრავად და, ფეხებზე ჰკიდიათ ქართველი ხალხის ნება და მათ მიერ დანიშნული მარიონეტი ხელისუფლება მინიმალურ უფლებებსაც  კი არ ფლობს!

 

თუ სააკაშვილის ლეგიტიმურად შემოსვლაზეა საუბარი, მაშინ იგი წინასწარ უნდა შეიწყალოს საქართველოს პრეზიდენტმა, რისი უფლებაც ქართველმა ხალხმა არ უნდა მისცეს, ხოლო, თუ სცენარი თამაშდება და შეწყალებას ფორმალური  დატუსაღების შემდეგ აიძულებენ, ესეც იგივე შედეგის მომტანი იქნება!

 

მოკლედ, თუ „მგელმა“ ჩამოსვლა დააპირა, მაგარ შარში ვართ გახვეული. ერთადერთი გამოსავალი საზოგადოების ერთსულოვანი პროტესტია - მოიხადოს სასჯელი სადაც ჯერ არს და მერე იზრუნოს მოქალაქეობის დაბრუნებაზე, რის შემდეგაც პოლიტიკური საქმიანობის ლეგიტიმური უფლებაც ექნება!

 

ხუმრობა იქით იყოს და, შესაძლოა „მგელი“ მართლაც მოვიდეს და ჩვენი „შეჭმა“ გადაწყვიტოს (გაუჭირდება?!),

არადა, თუ მოვიდა, უთუოდ შეგვჭამს!

 

ვიფხიზლოთ!!!

 

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი

 

11-09-2021, 16:42
უკან დაბრუნება