ივერიონი / შუშას უძველესი სალოცავები

შუშას უძველესი სალოცავები

ქალაქი შუშა ძირძველი აზერბაიჯანული ქალაქია. მისი უძველესი ისტორია მრავალ ადგილობრივ, თუ უცხოურ წყაროებში და მეცნიერულ კვლევებშია ასახული. ეს მასალაც შუშას ისტორიას, მისი უძველესი რელიგიური ტაძრებისა და სალოცავების შესახებ მოგვითხრობს.

 

ამ ძეგლების ჩამონათვალს თუ დავიწყებთ, „იუხარი გოვჰარ აღა“ და „აშაღი გოვჰარ აღა“ მეჩეთებით, რომლებიც მუსლიმანური სამყაროს ტაძრებისა და სალოცავების რიგში თავისი უნიკალობითა და წყვილმინარეთიანი სტილით გამოირჩევა, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიხსენოთ მთავარი ისტორიული ფაქტი - როცა XVII საუკუნეში, უფრო კონკრეტულად, 1752 წელს ყარაბაღის ხანი ფათალი ხანი საფუძველს უყრიდა ქალაქ შუშას, იგი განსაკუთრებულად ზრუნავდა ადგილობრივი მოსახლეობის სულიერი მოთხოვნილებების უზრუნველყოფასა და მეჩეთების მშენებლობაზე.

 

როცა ამ ორი მეჩეთზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ და გვახსოვდეს ამ უძველესი ტაძრებს ისტორია, კერძოდ ის, თუ ვინ იყო „გოვჰარ აღა“, და რატომ უკვდავყვეს მისი სახელი.

 

გოვჰარ აღა: ნამდვილი სახელი გოვჰარნისა ბეიმი;

 

- ყარაბაღის მესამე ხანის - იბრაჰიმხალილ ხან ჯავანშირის ასული;

 

- დაიბადა 1790 წელს ქალაქ შუშაში;

 

- ახალგაზრდობიდანვე გამოირჩეოდა სილამაზითა და ღრმა ინტელექტით;

 

16 წლის ასაკში - გათხოვდა ცნობილ შექელ დიდგვაროვან ჯაფარგულუ ხან ხოისკისზე, რომელმაც სიმამაცისა და შეუპოვრობის გამო მეტსახელად "ბათმანგილინჯი" (დიდი ხმალი) დაიმსახურა;

 

- გოვჰარნისა ბეიმი შექში გადმოსვლიდან მალევე, ქმრის გარდაცვალების გამო, 1814 წელს კვლავ შუშაში დაბრუნებულა;

 

- ამის შემდეგ სიცოცხლე ღვთისმსახურებას, განმანათლებლურ საქმიანობასა და ქველმოქმედებას მიუძღვნა; 

 

- ღვთისმოსაობის, განმანათლებლობისა და ქველმოქმედების წყალობით, აღნიშნულ პერიოდში დიდი პატივი და სიყვარული დაიმსახურა არა მარტო შუშაში, არამედ მთლიანად ყარაბაღის მხარეში.

 

გარდა საგანმანათლებო და საქველმოქმედო საქმიანობისა, გოვჰარ ნისამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო შუშაში რელიგიურ სალოცავებს და მამა-პაპათაგან დანატოვარი ორი პატარა მეჩეთის ადგილას ააგო ორსართულიანი, მაღალი მეჩეთები ქალებისა და მამაკაცებისთვის (ცალ-ცალკე დარბაზებით). ბუნებრივი სამშენებლო მასალებით ნაგებ, საკურთხევლებით, სავარძლებით მინარეთებით და ყარაბაღისათვის დამახასიათებელი უძველესი „ბუკეტური“ ორნამენტებით შემკულ ამ მეჩეთებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შუშასა და ზოგადად ყარაბაღის არქიტექტურის ისტორიაში.

 

მოსახლეობის მატებასთან ერთად, შუშას 17 უბანში აგებული სხვა სალოცავების, მათ შორის, ჯულფალარის, ჰაჯი იუსიფლის, კოჩარლის, მამაის, მარდინლის, ჭათას, საათლის, სეიდლის, ჩოლ გალასა და ახალი უბნის მეჩეთების ნაშთები დღემდეა შემორჩენილი. ამ მეჩეთების უმეტესობის ჭერი და კედლები, სვეტები და მინარეთები, რომლებიც შექმნილია თავისი დროის ცნობილი არქიტექტორის კარბალა საფიხან ყარაბაღის მიერ, მაშინდელ ცნობილ მხატვარს კარბალა საფარალის მოუხატავს.

 

ჯერ კიდევ 1752 წელს, შუშაში არსებობდა რელიგიური მედრესეები, სადაც ძირითადად მოზარდებს ასწავლიდნენ ისლამის საფუძვლებს, არაბულს, ყურანის ინტერპრეტაციას და მისი ტექსტის სრულყოფილ წარმოთქმას. ქალაქის უძველესი სალოცავები და წმინდა კერები, რომლებიც ცნობილია, როგორც ჰაზრათი ალის გამოქვაბული, ჰაზრათი აბასის სამკურნალო კერა, საქახანა და ფირგას ნიშები, სეიდ მირფასიჰის საფლავი, მირ მეჰდი აღას კერა და ყასუმ აღას კერა, ჯერ კიდევ იმ პერიოდში იქცა აზერბაიჯანის სხვადასხვა კუთხიდან მოსულ მუსლიმ პილიგრიმთა საკრალურ ადგილად. 

 

ისტორიის მანძილზე, შუშაში მუსულმანურ ტაძრებთან ერთად, ძველ ალბანურ ტაძრებსაც განსაკუთრებული პატივისცემითა და მოწიწებით ეპყრობოდნენ. ყაზანჩის, ციხისა და მწვანე ეკლესიის სახელით ცნობილი სალოცავები და ამ ტერიტორიაზე განლაგებული სხვა უძველესი ალბანურ-ქრისტიანული ტაძრები, ყოველთვის საიმედოდ იყო დაცული და დღესაც აზერბაიჯანის სახელმწიფოს ზრუნვის საგანია.

 

საინტერესო ფაქტები გვხვდება აგრეთვე შუშას სასულიერო პირებსა და სეიდ-მოლებზე დაწერილ მოგონებებსა და მოთხრობებში. განსაკუთრებით საინტერესოა ცნობილი დიალოგი ქალაქის ერთ-ერთი მეჩეთის მოლასა და თურქ გენერალ ნურუ ფაშას შორის, რომელიც 1918 წელს გახდა კავკასიის ისლამური არმიის მეთაური.

 

როგორც მემატიანე გადმოგვცემს, შუშაში ყოფნისას ნურუ ფაშამ, რომელიც შორიდან გაგონილი აზანის ხავერდოვან ხმაზე მეჩეთში შესულა, ტაძრის მოლასთვის ერთი მუჭა ოქრო უჩუქნია და უთქვამს:

 

- თუ თანახმა იქნები ჩემთან ერთად სტამბულში წაგიყვან და თვეში ორ ამდენ ოქროს მოგცემ. სტამბოლში მრავალი ეროვნების წარმომადგენელი ცხოვრობს და ვინც შენს მიერ წარმოთქმულ აზანს მოისმენს, დარწმუნებული ვარ, მუსლიმად მოიქცევა.

 

თურმე მის ამ წინადადებაზე მოლამ მიუგო:

 

- დიდი მადლობა, ფაშავ. სიამოვნებით მივიღებდი თქვენს შემოთავაზებას, მაგრამ ვშიშობ, იმედი ვერ გაგიმართლოთ...

 

როცა ნურუ ფაშამ ამის მიზეზი ჰკითხა, მოლამ უპასუხა:

 

- მე ეს ხმა შუშამ, მისმა ჰავამ, წყალმა და მიწამ მიბოძა... იგი რომ მივატოვო, არა მგონია, ჩემი ხმა ასეთივე დარჩეს.

 

მსოფლიოს ობობას ქსელივით მოდებული მზაკვრული „სომხიზაციის“ პოლიტიკის შედეგად, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში მიზანმიმართულად ახორციელებდა ეგრეთწოდებული სომხური ლობი, ნაბიჯ-ნაბიჯ ოკუპირებულ იქნა აზერბაიჯანის ძირძველი ტერიტორიები, - უძველესი ყარაბაღი, ქალაქი შუშა, რომლის გულიც მუღამებით სცემს, რის შედეგადაც მრავალი აზერბაიჯანელი მკვიდრი მოსახლე მასიური გადასახლებისა და სისხლიანი აგრესიით გამოწვეული ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლი გახდა. 2020 წლის 8 ნოემბერს, აზერბაიჯანის ტრიუმფალური უმაღლესი მთავარსარდლის ილჰამ ალიევის თავისუფალი ნებისა და მისი უდრეკი არმიის გმირობის შედეგად, მტრის კლანჭებიდან განთავისუფლდა ჯაბრაილი, ფუზული, ზანგილანი, გუბადლი, აღდამი, ქალბაჯარი, ლაჩინი და ბოლოს... წმინდა შუშა მშობლიურ აზერბაიჯანს შეუერთდა... უძველესმა ქალაქმა თავისუფლად ამოისუნთქა და აღორძინება იწყო...

 

დღეს მშობლიური შუშა - აზერბაიჯანის უძველესი მუსიკისა და კულტურის აკვანი - თავისი აღმშენებლობითა და აღორძინებით, საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებებით, მუსიკის, პოეზიისა და კულინარიული ფესტივალებით, ისტორიული ძეგლებითა და ტაძრებით, და ბოლოს თავისი განუმეორებელი, იდუმალი სილამაზით, მთელ მსოფლიოს აოცებს...

 

მაგრამ... ეს სილამაზე, ეს უძველესი კულტურა თავისი მდიდარი ისტორიით, როგორც უკვე ითქვა, გახდა მსხვერპლი „სომხური“ აგრესიული პოლიტიკისა, რომელიც თავისი სისხლიანი ქმედებებით, მასობრივი გადასახლებებითა და გენოციდებით მსოფლიოს ობობას ქსელივით მოსდებია.

 

...80-იანი წლების ბოლო... დაშლის პირას მყოფი ყოფილი სსრკ-ს სივრცე - აზერბაიჯანი, რომელიც ამ საბედისწერო, მღელვარე პერიოდში გამოეყო საბჭოთა კავშირს და გამოაცხადა დამოუკიდებლობა, მაგრამ ჯერ არ ჩამოყალიბებულა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ... და სომხეთის ერთი მეორეზე უფრო უმოწყალო აგრესიები - სომხეთი რომელიც XIX საუკუნის ბოლოდან სარგებლობდა რა მეფის რუსეთის მხარდაჭერით, მზაკვრულად ახერხებდა თავისი ტრადიციული საოკუპაციო პოლიტიკის განხორციელებას, თანდათან აზერბაიჯანის უძველეს მიწებზე ცრუ ისტორიითა და „სომხიზაციით“ სულ ახალ-ახალ ტერიტორიებს იპყრობდა. ამჯერადაც ისარგებლა კრიზისული სოციალურ-პოლიტიკური მოვლენებით და განახორციელა სომხების ნაციონალისტურ-ყაჩაღური პროგრამა, რომელიც შეთხზული იყო საბჭოთა რუსეთისა და სხვა მფარველების მიერ. იმ საბედისწერო დროს სომხურმა შეიარაღებულმა ბანდებმა დაიპყრეს ლეგენდარული შუშა, რომლის ძველი უბნები ნანგრევებად აქცია, განდევნა ადგილობრივი აზერბაიჯანული მოსახლეობა, გაანადგურა უძველესი ძეგლები, ტაძრები და სალოცავები...

 

...წლები გავიდა... მოთმინებით აღჭურვილი აზერბაიჯანელი ხალხი ზუსტად 28 წელი ელოდა იმ ისტორიულ დღეს, როცა დაუბრუნდებოდა მშობლიურ მიწას, მშვენიერ შუშას... მძიმე და ტკივილიანი იყო ლტოლვილობით დაღდასმული ეს მოლოდინი, თუმცა, ხალხმა ქედი არ მოიხარა მსოფლიოს ორმაგი სტანდარტების პოლიტიკის წინაშე... კალამი იარაღად, მელანი სისხლად აქცია და თავად დაწერა საკუთარი ბედი!

 

როგორც ყველა ჭკუისსასწავლებელ ზღაპარსა და ლეგენდებში ხდება ხოლმე, აქაც ღალატი, ბოროტება, უსამართლობა და უკუნი დამარცხდა სამართლიანობისა და ვაჟკაცობის წინაშე. როგორც მზის შუქი იმარჯვებს სიბნელეზე, ამჯერადაც სიმართლემ და სამართლიანობამ გაიმარჯვა!

 

უძველესი ყარაბაღი, შუშა, რომელსაც მუღამებითა და ღაზლებით უცემს გული - 2020 წლის 8 ნოემბერს აზერბაიჯანის ტრიუმფალური მთავარსარდლის, ილჰამ ალიევის თავისუფალი ნებისა და მისი მამაცი არმიის ვაჟკაცობის წყალობით განთავისუფლდა მომხვდური მტრისგან! ჯაბრაილი. ფიზული ზანგილანი, გუბადლი, აღდამი, ქალბაჯარი, ლაჩინი და ... წმინდა ქალაქი შუშა მშობლიურ აზერბაიჯანს შეუერთდა - უძველესმა ქალაქმა შვებით ამოისუნთქა და აღორძინდა!

 

დღეს შენდება და მშვენდება მშობლიური შუშა - ძირძველი აზერბაიჯანული კულტურის აკვანი კვლავინდებურად მასპინძლობს საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებებს, მუსიკას, პოეზიას, ლიტერატურასა და კულინარიულ ფესტივალებს; მისი უძველესი ისტორიული კულტურა კვლავ აოცებს მსოფლიოს თავისი იდუმალი და განუმეორებელი სილამაზით.

 

https://aztc.gov.az/az/posts/id:1402

 

 

 

აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრი

7-09-2022, 14:57
უკან დაბრუნება