ივერიონი / რა საფრთხესა და რისკებს ხედავს საია ამნისტიის კანონპროექტში?

რა საფრთხესა და რისკებს ხედავს საია ამნისტიის კანონპროექტში?

"ამნისტიის მიღებას მივესალმებით, მაგრამ ამავდროულად მივიჩნევთ, რომ დაცული უნდა იყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოება", აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი.


მისი თქმით, თავდაპირველად წარმოდგენილი პროექტი ეხება ყველა პატიმარს, ვისაც ნაკლებად მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი ან გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისთვის იხდის სასჯელს. "ამნისტია ეხება ყველა პრობაციონერს და სახემწიფო მათ წინაშე კონტროლსა და კომუნიკაციას იხსნის. ასევე, პროექტში არის ჩამონათვალი მუხლებისა, რომელთა მიმართებაშიც გათვალისწინებულია სასჯელიის განახევრება და განურჩევლად ყველა კატეგორიის მსჯავრდებულისა, უმესამედდება სასჯელი. ჩვენი პოზიციაა, რომ მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს სახელმწიფომ ამ მიმართულებით, რათა ეს არ აისახოს კრიმინალის ზრდაზე", _ განაცხადა ჩუგოშვილმა.


მისივე თქმით, ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით საიასა და აღმასრულებელი სტუქტურების პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა, თუმცა იმედოვნებს, რომ კანონპროექტის პირვანდელი სახე შეიცვლება და პარლამენტი მას ამ სახით არ მიიღებს.


ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ პირვანდელი პროექტის მიხედვით ამნისტია საკმაოდ მასშტაბურია და რისკებს შეიცავს.

27-11-2012, 17:10
უკან დაბრუნება