ივერიონი / სამართალდამცავებმა ორი ნარკოდამნაშვე დააკავეს

სამართალდამცავებმა ორი ნარკოდამნაშვე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ფაქტზე ორი პირი დააკავა. კრიმინალური პოლიციის მე-3 სამმართველოს თანამშრომლების მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაკავებული არიან 1991 წელს დაბადებული ალექსანდრე  ა.  და 1980 წელს დაბადებული გიორგი ო. მათი დაკავება უ. ჩხეიძის #5-ის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა.
              
პირადი ჩხრეკისას დაკავებულებს ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა" აღმოაჩნდათ. ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით " მარიხუანა" იქნა ამოღებული გიორგი ო.-ს ბინის ჩხრეკისას. საერთო ჯამში, ამოღებული „მარიხუანას" ოდენობამ 904,73 გრამი შეადგინა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, ან გასაღებას" გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 11 წლამდე.

27-11-2012, 20:11
უკან დაბრუნება