ივერიონი / არასრულწლოვნებმა მოქალაქეს ხელჩანთა წაართვეს

არასრულწლოვნებმა მოქალაქეს ხელჩანთა წაართვეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის სამმართველოს თანამშრომლებმა, ხელჩანთის ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად  ცხელ კვალზე  ორი არასრულწლოვანი: 1997 წელს დაბადებული გიორგი მ. და 1996 წელს დაბადებული სერგო მ. დააკავეს.


აღნიშნულმა პირებმა რუსთავში XV მიკრორაიონის ტერიტორიაზე, ღამის საათებში, მოქალაქე რუსუდან ხარატიშვილს  ხელჩანთა წაართვეს, რომელშიც ფული და საბუთები იდო.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.  საქმე აღძრულია სსკ 178-ე მუხლის 3-ე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით.

30-11-2012, 09:10
უკან დაბრუნება