ივერიონი / ბიძინა ივანიშვილი: „მე-9 არხი“ დარჩება!

ბიძინა ივანიშვილი: „მე-9 არხი“ დარჩება!

„მე9 არხის“ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი ვრცელდება, "მე-9 არხზე" ყველაფერი კარგად ვითარდება. როგორც ვთქვი, ტელეკომპანია დარჩება. ხდება რეორგანიზაცია, ეს კი ნორმალური პროცესია".


ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. დღეს ის "ქორთიარდ მარიოტში" შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას  დაესწრო.


შეგახსენებთ, რომ ”მე-9 არხის” გენერალურმა  დირექტორმა კახა ბეაქურმა თანამებობა დატოვა. ის ამ თანამდებობაზე  ლუბა ელიაშვილმა შეცვალა. ბექაურის არხიდან წასვლის მიზეზად ტელეკომპანიის რეორგანიზაცია დასახელდა.


ამასთან, პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში მიმდინარე დაკავებებთან დაკავშირებით აშშ-ის  სახელმწიფო მდივნის,  ჰილარი კლინტონის განცხადებას გამოეხმაურა: და განაცხადა: "დაკავებების პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით იგივეს ვფიქრობთ ჩვენც და ვაკეთებთ კიდეც. ასე რომ, ჰილარი კლინტონის განცხადებაში არაფერი განსაკუთრებული არ თქმულა".

30-11-2012, 13:22
უკან დაბრუნება