ივერიონი / ლევან ბერძენიშვილი: კახა გეწაძისგან წმინდანისა და პოლიტიკური დევნილის შექმნა ძნელია

ლევან ბერძენიშვილი: კახა გეწაძისგან წმინდანისა და პოლიტიკური დევნილის შექმნა ძნელია

"მაესტროს" პრესკლუბში პარლამენტარმა ლევან ბერძენიშვილმა ბოლოდროინდელ დაკავევებზე ისაუბრა.


"კრიტიკის მთავარი ქარ-ცეცხლი ჩვენ იმის გამო დაგვატყდა, რომ ზოგიერთების განცხადებით, ქვეყანაში შეკვეთილი დაკავებები მიმდინარეობს. მე ამ მოსაზრებებს არ ვეთანხმები, რადგან ჯერ ნაადრევია ასეთი დასკვნების გაკეთება, რადგან თითქმის არც ერთი დაკავებულის მიმართ განაჩენი ძალაში არ შესულა. მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ შეიძლება განაჩენის სამართლიანობაზე ან უსამართლობაზე საუბარი", _ განმარტავს ბერძენიშვილი.


თენგიზ გუნავასა და კახა გეწაძის დაკავების შესახებ დასმულ შეკითხვაზე, ბერძენიშვილი პასუხობს, რომ გუნავა "ნაციონალური მოძროაბის" ძალიან აქტიური და "ძვირფასი" წევრია. "ნაციონალების" ასეთი აქტიურობა გასაგებია, მაგრამ ვურჩევ, ჯერ სასამართლოს განაჩენს დაელოდონ და მერე გააკეთონ განცხადებები არასამართლიან სასამართლოზე. ხოლო, რაც შეეხება კახა გეწაძეს, ჩემთვის ის ცნობილია, არა მხოლოდ, როგორც ზესტაფონის გამგებელი და ჭიდაობის ფედერაციის უფროსი, არამედ კაცი, რომელიც 2007 წელს ღიად და აშკარად ეწეოდა საქართველოს პარლამენტის წევრისთვის შეუფერებელ საქმიანობას, ის არის ჯალათი! ვწუხვარ, რომ ის სხვა რამეზე არის დაპატიმრებული, მისი საქმის გამოძიების შემთხვევაში, მას 2007 წლის მოვლენებზეც მოეხოვება პასუხი. კახა გეწაძისგან წმინდანისა და პოლიტიკური დევნილის  შექმნა ძალიან ძნელია, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ 2007 წელს იყო მომიტინგეების დარვბევაშიUმთავარ როლს ასრულებდა".


ლევან ბერძენიშვილი ასევ გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებასაც, რომელიც ბოლოდროინდელ დაკავებებს პოლიტიკურ დევნას უწოდებს.


ლევან ბერძენიშვილი ჩიორა თაქთაქიშვილის ამ განცხადებას პოლიტიკურად გამართლებულად, ხოლო სამართლებრივად გაუმართლებლად მიიჩნევს და მას ახსენებს 2003-2004 წლებს, როცა ტოტალური დაპატიმრებები მიმდინარეობდა და წამყვან თანამდებობაზე მხოლოდ "ნაცები" ინიშნებოდნენ.

30-11-2012, 15:10
უკან დაბრუნება