მთავარი გვერდი > მიხეილ სააკაშვილი სომხეთში ჩავიდა

მიხეილ სააკაშვილი სომხეთში ჩავიდა


30-11-2012 / 18:46

მიხეილ სააკაშვილი  სომხეთში ჩავიდა

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტში მიხეილ სააკაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა.


ქვეყნის პირველ პირს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი დახვდა.

ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილი სერჟ სარგსიანს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ ხვდება. საუბრის მთავარი თემებია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება, საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების პროცესი.


უკან დაბრუნება