ივერიონი / რუსეთში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

აფეთქებას რუსეთში ერთი ადამიანი ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა ქალაქ ტომსკში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. დაშავდა 10 ადამიანი, აქედან ერთი ორი წლის ბავშვია. ყველა მათგანი საავადმყოფოშია მოთავსებული.


წინასწარი გამოძიების მიხედვით, გაზის ბალონი აფეთქდა. შემთხვევა სარემონტო სამუშაოების დროს მოხდა, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა. ცეცხლი მაღალ სართულებზე სწრაფად გავრცელდა.


ამ დროისთვის კორპუსიდან ხალხი ევაკუირებულია.

30-11-2012, 19:28
უკან დაბრუნება