ივერიონი / პროკურატურა „ბაჩუკას“ დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა „ბაჩუკას“ დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა 28 ნოემბერს თბილისის აეროპორტში დაკავებული „კანონიერი ქურდის“, ზედმეტ სახელად „ბაჩუკას“ დაკავების შესახებ  განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ივერიონი“ უცვლელად გთავაზობთ:

 

შსს კრიმინალური  პოლიციის დეპარტამენტში  შემოსული  ინფორმაციის საფუძველზე  გატარებული  ოპერატიულ-საგამოძიებო  ღონისძიების  შედეგად,  28 ნოემბერს,  ქ.  თბილისის  საერთაშორისო აეროპორტში,  ნარკოტიკული  საშუალებების უკანონო  შეძენა-შენახვის  ბრალდებით  დაკავეს მრავალგზის  ნასამართლევი, დანაშაულებრივი  სამყაროს  ერთ-ერთი  წევრი,  ე.წ. „კანონიერი ქურდი", ბადრი დვალი, ზედმეტსახელად  - „ბაჩუკა", დაბადებული  1970 წლის 20  ივლისს, ქალაქ ქუთაისში.

 

ბადრი დვალი, რომელიც 1991 წელს ე.წ. "ქუთაისელი ქურდების" მიერ   აღიარებულია „კანონიერ ქურდად",   2000 წლიდან სასჯელს იხდიდა რუსეთის ფედერაციის სასჯელაღსრულების   დაწესებულებებში  სხვადასხვა მძიმე  დანაშაულისათვის. 2002 წელს,   ქალაქ მოსკოვის გოლოვინის რაიონულმა  სასამართლომ ის გაასამართლა რუსეთის  ფედერაციის  სსკ-ის 162-ე მუხლით, აგრეთვე - 226 მუხლით  გათვალისწინებული  დანაშაულის  ჩადენისათვის. განაჩენით  დანიშნული  სასჯელი - 12 წელი  დვალმა სრულად  მოიხადა  ნოვოსიბირსკის  ოლქში  მდებარე  მკაცრი   რეჟიმის  კოლონიაში,  საიდანც გათავისუფლდა  2012  წლის 27 ივნისს. მისი ქურდული მენტალიტეტიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ  ბადრი  დვალი   ყველგან აყალიბებდა  კრიმინალურ დაჯგუფებებს,  კოლონიაში მან 3 წელი გაატარა  იზოლირებულად.

 

ბადრი  დვალი  თავისი  ცხოვრების  წესით  საჯაროდ  გამოხატავს  ქურდული  სამყაროს მხარდაჭერას.  ცნობს და აღიარებს  ქურდულ   სამყაროს,  ეთანხმება  მის მიზნებს, მონაწილეობს ე.წ. ქურდულ  გარჩევებში  სარგებლის  მიღების  მიზნით.   მან  ქ. მოსკოვში  უკანონოდ  შეიძინა  და შეინახა  ნარკოტიკული საშუალება  ჰეროინი - 0, 02067  გრამი,  რაც  უკანონოდ  შემოიტანა საქართველოში. ბადრი დვალმა დაკავებისას განმარტა, რომ იყო კანონიერი ქურდი და საქართველოში  ჩამოვიდა  იმისათვის, რომ  „ზოგიერთებთან"  კითხვები ჰქონდა და მონაწილეობა უნდა მიეღო ქურდულ გარჩევებში.

ბადრი  დვალის  მიმართ  ძიება  შსს  კრიმინალური  პოლიციის  დეპარტამენტში მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 260-ე  მუხლის პირველი, 223-ე მუხლის მე-2 და  262 -ე მუხლის  პირველი  ნაწილებით“,-ნათქვამია განცხადებაში.

 

3-12-2012, 16:24
უკან დაბრუნება