ივერიონი / რა მემკვიდრეობა ერგო ხათუნა გოგალაძეს წინა მინისტრისგან?

რა მემკვიდრეობა ერგო ხათუნა გოგალაძეს წინა მინისტრისგან?

გარემოს დაცვის სამინისტროს გარკვეული ფუნქციები მომავალი წლის პირველ კვარტალში დაემატება.  ამის შესახებ  "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერეციაზე გარემოს დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ განაცხადა.  მისივე თქმით, უკვე მომზადებულია კანონპროექტი, რომლის თანახმად, გარემოს დაცვის სამინისტროს გარკვეული ფუნქციები დაემატება. 

 

"ამ კანონპროექტის დამტკიცება წლის ბოლომდე მოხდება, თუმცა ძალაში მომავალი წლიდან შევა, სავარაუდოდ, პირველ თებერვალს, ან შეიძლება, ცოტა გადაიწიოს. 2011 წელს განხორციელებული ცვლილებებით,  სამინისტროს ფუნქციები დაკნინდა. მოხდა კადრების შემცირება... პრობლემები ბევრია, თუმცა ამ საკითხებზე ვმუშაობთ“, - განაცხადა გოგალაძემ.

 

მინისტრმა ასევე ისაუბრა სამინისტროში კადრების შემცირება-ცვლილებაზე და განაცხადა, რომ ამ მხრივ რადიკალური ნაბიჯები არ გადაიდგმება.

 

"მე ყოველთვის ვამბობ, რომ პროფესიონალები, რომლებიც თავის სამუშაოს კარგად ასრულებენ, სამსახურს აუცილებლად შეინარჩუნებენ, ხოლო იმის გარკვევას, ვინ როგორ მუშაობს, დრო სჭირდება, ამიტომ, ჯერჯერობით, ძველი კადრების გაშვება არ მომხდარა, გარდა მინისტრის მოადგილეებისა", - განაცხადა გოგალაძემ.

 

3-12-2012, 16:36
უკან დაბრუნება