ივერიონი / ვანო მერაბიშვილი აღარ დააპატიმრეს

ვანო მერაბიშვილი აღარ დააპატიმრეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიები სამსახურში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის 5 საათიანი დაკითხვა დასრულდა.


დაკითხვიდან გამოსულმა მერაბიშვილმა ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა.


"მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლებისთვის მთავარია ყოველდღე გაშუქდეს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთა დაკავებებისა თუ გათავისუფლების ამბები და არა სოციალური საკითხები. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ დაპირება, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ ხალხს მისცა, ვერ სრულდება და ამ დაკავება-გათავისუფლებებით ხდება ყურადღების გადატანა", - ამბობს მერაბიშვილი.


ის ასევე შეეხო პოლიციის საქმიანობას და აქცენტი წინა ხელისუფლების "დანატოვარზე" გააკეთა. "მე მიხარია, რომ კომფორტულ გარემოში მომიწია ჩვენების მიცემა და ეს ჩვენი დამსახურებაა. რადგან მახსოვს, როცა 2003-ში აქ მოვედი, პოლიცია საშინელ მდგომარეობაში იყო. ახლა კი პოლიციას  კომფორტულ გარემოში უწევს მუშაობა. ეს კი ჩვენი, წინა ხელისუფლების დამსახურებაა", _ აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა. 

7-12-2012, 17:14
უკან დაბრუნება