ივერიონი / უჩა ნანუაშვილი საქართველოს ომბუდსმენია!

უჩა ნანუაშვილი საქართველოს ომბუდსმენია!

საქართველოს პარლამენტმა 82 ხმით, 18-ის წინააღმდეგ სახალხო დამცველის პოსტზე უჩა ნანუაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა.

პარლამენტის დადგენილება უჩა ნანუაშვილის სახალხო დამცველად დამტკიცების თაობაზე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე  მიიღეს.
 
გიორგი ტუღუშისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, ომბუდსმენის თანამდებობაზე სულ 7 კანდიდატი იყო დასახელებული. კერძოდ, თამარ გურჩიანი, გელა ნიკოლაიშვილი, ლია მუხაშავრია, უჩა ნანუაშვილი, ნათია იმნაძე, ნინა ხატისკაცი და დიმიტრი ლორთქიფანიძე. საპარლამენტო უმცირესობამ თავდაპირველად განაცხადა, რომ მხარს ნინა ხატისკაცის კანდიდატურას დაუჭერდა, თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილება უჩა ნანუაშვილის სასარგებლოდ შეცვალა.

ნანუაშვილის გარდა, სხვა კანდიდატურები კენჭისყრაზე არც გასულა.

7-12-2012, 20:46
უკან დაბრუნება