ივერიონი / ეშტონ კაჩერი ფილმში სტივ ჯობსის როლს ითამაშებს

ეშტონ კაჩერი ფილმში სტივ ჯობსის როლს ითამაშებს

ამერიკული კინოფესტივალი სანდენსი Apple -ის დამფუძნებლის სტივ ჯობსის შესახებ გადაღებული ფილმით დასრულდება. ფესტივალი იუტას შტატში 2013 წლის  17-დან 27 იანვრის ჩათვლით გაიმართება. 

 

სტივ ჯობსის შესახებ გადაღებულ ფილმში მთავარ როლს ეშტონ კაჩერი შეასრულებს.  

 

ფილმის რეჟისორია ჯოშუა მაიკლ სტერენი. ის ცნობილია ფილმით "უიღბლო". 

 

ფილმის ანონსში კინოსურათის შემქმნელებმა ერთ-ერთი კადრი აჩვენეს, სადაც ეშტონ კაჩერი ახალგაზრდა სტივ ჯობსის როლს ასრულებს. 

 

ფილმის კინოეკრანებზე გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

8-12-2012, 19:20
უკან დაბრუნება