ივერიონი / ირანში ნარკოტიკების რეკორდული პარტია აღმოაჩინეს

ირანში ნარკოტიკების რეკორდული პარტია აღმოაჩინეს

ირანის სამართალდამცავი ორგანოების მიერ პაკისტანის მახლობლად,  ქვეყნის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში  11  ტონა ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს. 

ინფორმაციას Associated Press ავრცელებს. 

 

აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალებების პარტიის სიდიდე ყველაზე რეკორდულია ირანის ისტორიაში. ჩამორთმევას წინ უძღოდა შეიარაღებული კონფლიქტი ირანის მესაზღვრეებსა და ნარკოდილერებს შორის.

 

საომარი მოქმედებების შედეგად  ერთი დამნაშავე დაიღუპა, ხოლო რამდენიმემ   სხეულის დაზიანება მიიღო. მესაზღვრეებს შორის შესაძლო მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. 

 

მესაზღვრეების ინფორმაციით, აკრძალული ტვირთი დამნაშავეებს აქლემებით პაკისტანიდან შეჰქონდათ. 

 

დამნაშავეთა ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრაში მესაზღვრეებს ადგილობრივი მაცხოვრებლები დაეხმარნენ.

 

გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ირანიდან ეშვება ერთ–ერთი ძირითადი სამარშუტო გზა, რითაც ავღანეთიდან ევროპაში ნარკოტიკების მიწოდება ხორციელდება. ქვეყნის უშიშროების სამსახური არც თუ იშვიათად  ატარებს წარმატებულ ოპერაციებს   ნარკოტიკული საშუალებების განსაკუთრებით დიდი ოდენობით ამოსაღებად. 

9-12-2012, 17:58
უკან დაბრუნება