ივერიონი / კონსერვატორიაში ოთარ ტატიშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

კონსერვატორიაში ოთარ ტატიშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში დღეს, კომპოზიტორ ოთარ ტატიშვილის სიმფონიური მუსიკის საავტორო საღამო გაიმართება. 

 

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი, რომელსაც  დავით მუქერია უდირიჟორებს. შესრულდება კომპოზიტორის მიერ შექმნილი კლასიკური ჟანრის ნაწარმოებები. ღონისძიებაზე პიანისტი გურანდა გაბელაია შეასრულებს კომპოზიტორის საფორტეპიანო ციკლს "ეთნომანია" და საფორტეპიანო კონცერტშტუკს "დეჟავიუ", მევიოლინე მანანა დუგლაძე შეასრულებს კომპოზიტორის სავიოლინო კონცერტს, შესრულდება სიმფონია N1. 

 

ღონისძიების დაწყებამდე, კონსერვატორიის ფოიეში გამოიფინება კომპოზიტორ ოთარ ტატიშვილის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.

 

კომპოზიტორს წლების განმავლობაში მიღებული აქვს სხვადასხვა საერთაშორისო პრიზები. მისი შემოქმედების შეფასების საშუალება ჰქონდათ: აშშ-ში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში, რუსეთსა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ოთარ ტატიშვილი მრავალმხრივი შესაძლებლობების მუსიკოსადაა მიჩნეული. 

9-12-2012, 18:33
უკან დაბრუნება