ივერიონი / ალექსანდრე ქართველი და ამერიკა დოკუმენტურ ფილმში

ალექსანდრე ქართველი და ამერიკა დოკუმენტურ ფილმში

2012 წლის 14 დეკემბერს,  17:00 საათზე ამერიკულ ცენტრ „ლანგეითში“  რეჟისორ რამაზ ბლუაშვილის დოკუმენტური ფილმის „ალექსანდრე ქართველი და ამერიკა“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. 


ფილმი უდიდესი ქართველი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას შეეხება. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება აშშ-ის სამხედრო და საჰაერო ძალების არქივებიდან მოპოვებული ისტორიული და უნიკალური მასალა. ნაჩვენები იქნება ასევე რამაზ ბლუაშვილის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის თრეილერი.
პროექტის ფარგლებში ალექსანდრე ქართველიშვილის მიერ შექმნილი ერთ-ერთი თვითმფრინავის საქართველოში ჩამოყვანა იგეგმება.


პრეზენტაციას  სტუმრის სტატუსით აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები, მთავრობის წევრები, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, პარლამენტის დეპუტატები და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრებიან.

13-12-2012, 14:05
უკან დაბრუნება