ივერიონი / ხუთჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი ვიაჩესლავ მალიშევია

ხუთჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი ვიაჩესლავ მალიშევია

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში თანამედროვე ხუთჭიდის ფედერაციის არჩევნები ჩატარდა.

სპორტის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგატებმა პრეზიდენტად ერთხმად აირჩიეს ვიაჩესლავ მალიშევი. ვიცე-პრეზიდენტებად ნოდარ ალავიძე და სოსო ცომაია, ხოლო გენერალურ მდივნად - ნიკოლოზ ახალშენიშვილი დაამტკიცეს.

არჩევნებზევე იმ ადამიანის ვინაობა გაირკვა, ვინც 20 დეკემბერს ოლიმპიური კომიტეტის არჩევნებზე ფედერაციიის სახელით დელეგატად წარდგება.

ყრილობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური კომიტეტის არჩევნებზე დელეგატი ფედერაციის ახლადარჩეული პრეზიდენტი ვიაჩესლავ მალიშევი იქნება.

15-12-2012, 15:59
უკან დაბრუნება