მთავარი გვერდი > კონსერვატორიაში ფესტივალი "საახალწლო მუსიკალური შეხვედრები" გაიმართება

კონსერვატორიაში ფესტივალი "საახალწლო მუსიკალური შეხვედრები" გაიმართება


16-12-2012 / 10:24

კონსერვატორიაში ფესტივალი

კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში 16-30 დეკემბერს მე-15 საერთაშორისო ფესტივალი "საახალწლო მუსიკალური შეხვედრები" გაიმართება.

 

ფესტივალს დღეს  ვოკალური მუსიკალური კონცერტი გახსნის, რომელშიც მონაწილეობენ ზურაბ სოტკილავა, მარიონა ნაჭყებია, ქსენია ლეონიდოვა და კარინა პოღოსბეკოვა.

 

"საახალწლო მუსიკალური შეხვედრების" ფარგლებში გაიმართება ჯაზის საღამო, საფორტეპიანო მუსიკისა და ქართული ტრადიციული მუსიკის კონცერტი, თენგიზ ამირეჯიბის საიუბილეო საღამო და კამერული მუსიკალური კონცერტი - ლიანა ისაკაძის სოლისტობით.


უკან დაბრუნება