მთავარი გვერდი > დღეს გამოფენა "ვიზრდებით აფხაზეთისთვის" გაიმართება

დღეს გამოფენა "ვიზრდებით აფხაზეთისთვის" გაიმართება


16-12-2012 / 10:45

დღეს გამოფენა

დღეს სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის საგამოფენო დარბაზში გამოფენა "ვიზრდებით აფხაზეთისთვის" გაიმართება.

 

გამოფენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, კინოცენტრ ,,აფხაზეთისა" და აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა კავშირ "მომავლის ხმის" ორგანიზებით მოეწყობა.

 

ღონისძიება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 35-ე და დაბადებიდან 80-ე წლისთავს მიეძღვნება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განცხადებით, ღონისძიებაში მონაწილეობას ანსაბლი ,,შავლეგო" და ხელოვნების სკოლა ,,აფხაზეთი 1"-ის ფოლკლორული ანსამბლი ,,აგუძერა" მიიღებენ.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განცხადებით, ღონისძიებაზე შესრულდება საგალობლები, ქართული და აფხაზური სიმღერები. მათივე თქმით, საგამოფენო დარბაზში გამოიფინება გალის რაიონის ოკუპირებული ტერიტორიის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლებისა და აფხაზეთიდან დევნილი შემოქმედი მოზარდების მშვიდობის თემაზე შექმნილი ნახატები და  თხზულებები. 

 

სტუმრებს გადაეცემათ ალმანახი "მე და მშვიდობა", რომელშიც აფხაზეთელი შემოქმედი ბავშვების ლექსები, ესსეები და ნახატებია გამოქვეყნებული. 

როგორც აფხაზეთის მთავრობაში აცხადებენ, ალმანახი  უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაიბეჭდა.


უკან დაბრუნება