ივერიონი / ოქრუაშვილი ხელისუფლებას რჩევებს ციხიდან აძლევს

ოქრუაშვილი ხელისუფლებას რჩევებს ციხიდან აძლევს

გაზეთი "კვირის პალიტრა“ ირაკლი ორუაშვილთან ინტერვიუს აანონსებს, რომელიც ორშაბათის ნომერში დაიბეჭდება. 

 

"ამ სიტუაციაში მე ბევრ სფეროში "შოკური თერაპიის" მომხრე ვიქნებოდი, მაგრამ ვნახოთ, რამდენად ეფექტური იქნება ახალი ხელისუფლების განსხვავებული მიდგომა" - აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.

 

ოქრუაშვილი წერს, რომ წინა ხელისუფლება სრულიად მიუღებელი იყო და შესაბამისად, ნებისმიერი ახალი მისთვის მისაღებია.

 

"მრჩევლად არ გამოვდგები. თუმცა, გეტყვით, რომ ბევრ სფეროში სიტუაციის შესაცვლელად ცოტა დრო აქვთ, არა იმის გამო, რომ სააკაშვილის რევანშია მოსალოდნელი (ეს სრულიად გამორიცხულია), არამედ იმის გამო, რომ ჩვენი ხალხი მალე ივიწყებს ყოველ მონაპოვარს და ახალს და ახალს გთხოვს ყოველ ექვსთვიან თუ ერთწლიან ციკლში“, - აცხადებს  N9-ე დაწესებულებაში მყოფი ოქრუაშვილი.

16-12-2012, 19:17
უკან დაბრუნება